კომენტარი
რამდენჯერაც გაბედავენ თავხედობას სუსტი კაცები, იმდენჯერ პოლიტიკურ სილას მიიღებენ - ეკა ბესელია
პასუხს მათ პატრონს ვთხოვ. ამათ მოხედოს, ადგილი მიუჩინოს, რადგან აერიათ ფერები, „მარშრუტები“, კომპასები, გზაკვალარეულები არიან და საავარიო სიტუაციაში მშველელი სჭირდებათ , - ამბობს პარლამენტის დეპუტატი ეკა ბესელია.
როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, პარლამენტმა მოსამართლეთა ისეთი სია უნდა დაამტკიცოს, რითაც მოსახლეობა მშვიდად იგრძნობს თავს.
„ხმა ჩაიგდონ, ჩუმად იყვნენ, რადგან მორალურად უფლება არ აქვთ, ამ ტონალობაში მელაპარაკონ, რადგან ეს ადამიანები არიან ძალადობრივი რეჟიმის დამკანონებლები და სააკაშვილის რეინკარნაციის მხარდამჭერები. თუ არ გაჩუმდებიან, მოპასუხის როლიდან ბრალმდებლის როლში გადავინაცვლებ. ეს გაცილებით მძიმე იქნება, არავის ვემუქრები, ვაფრთხილებ. არ მინდა, ეთიკური სტანდარტი დავარღვიო, რასაც ვინარჩუნებ. ქვეყნისთვის საზიანოა ის, რითაც არიან მმართველი პარტიის წარმომადგენლები დაკავებულები. არ ვაპირებ, ღიმილით ვუყურო, ქვეყნისთვის საზიანო პროცესების განვითარებას. სასამართლოს საკითხს არ მოვეშვები, ისეთი კანონი უნდა მივიღოთ, რომელიც სამართლიანი იქნება. პარლამენტმა მოსამართლეთა ისეთი სია უნდა დაამტკიცოს, რითაც მოსახლეობა მშვიდად იგრძნობს თავს. ამ მიზნისთვის ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტის გამოყენებას ვაპირებ. ამათთან არ ვაპირებ, იაფფასიან პოლემიკაში შესვლას“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, რამდენჯერაც გაბედავენ თავხედობას სუსტი კაცები, იმდენჯერ პოლიტიკურ სილას მიიღებენ.
„პასუხს მათ პატრონს ვთხოვ. ამათ მოხედოს, ადგილი მიუჩინოს, რადგან აერიათ ფერები, „მარშრუტები“, კომპასები, გზაკვალარეულები არიან და საავარიო სიტუაციაში მშველელი სჭირდებათ. ვიღაცამ უნდა უშველოთ და პატრონი ვინმე ხომ ჰყავთ? თუ პატრონის გარეშე აკეთებენ, მაშინ ქვეყანაში უპატრონობა გვჭირს და თუ პატრონის ხელდასმით ხდება, მათ უფროსსა და ხელმძღვანელს ველაპარაკები. უნიჭო ადამიანის დაწერილი გზავნილი, უნიჭო ადამიანების ხელში მოხვდა და ვეღარ გააგნეს, რა უნდა გააკეთონ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


