მსოფლიო
რამდენად უვიცი უნდა იყო, რომ ქვეყნიდან გააძევო ადამიანი, რომელსაც სახელმწიფო გადატრიალებაში ადანაშაულებენ - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ექს-გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, უკრაინის ხელისუფლებას მისი პოლონეთში გაძევების უფლება არ ჰქონდა. ამის შესახებ მან ვარშავაში მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რომც არ ვყოფილიყავი მუდმივი მკვიდრი, არ შეიძლებოდა მაინც ჩემი გაძევება. მაგრამ მუდმივი მაცხოვრებელი ვიყავი. საერთოდ არ შეიძლებოდა ჩემი გაძევება უკრაინიდან, ეს ყველა იურიდიული ნორმის დარღვევაა“, - თქვა სააკაშვილმა.
პოლიტიკოსის თქმით, უკრაინის ხელისუფლებას არ აქვს უფლება, გააძევოს ქვეყნიდან სახელმწიფო გადატრიალებაში ბარლდებული პირი.
„თუკი ადამიანს ადანაშაულებენ სახელმწიფო გადატრიალებაში, მაშინ მას ქვეყნიდან არ აძევებენ. რამდენად უვიცი უნდა იყო, რომ ქვეყნიდან გააძევო ადამიანი, რომელსაც ადანაშაულებენ ამ ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილ მძიმე დანაშაულებში. აწი, როგორ გამოვცხადდე სასამართლო სხდომებზე? მე ხომ დამნაშავე ვარ. აწი, როგორ მოვხდები უკრაინულ სასამართლოში? თუ გინდათ, ჩემზე ძებნა გამოაცხადოთ. დამაბრუნეთ უკრაინაში, მინდა, რომ უკრაინაში გამასამართლონ“, -აღნიშნა სააკაშვილმა.
გუშინ სპეცრაზმელთა ჯგუფმა სააკაშვილი კიევში, რესტორან „სულგუნში“ დააკავა. შემდეგ ოდესის ექს-გუბერნატორი კერძო თვითმფრინავით პოლონეთში გადაიყვანეს „რეადმისიასთან“ [არალეგალის იმ ქვეყანაში დაბრუნება, საიდანაც ის არალეგალურად შევიდა სხვა სახელმწიფოში] დაკავშირებული განცხადების მიხედვით, რომელიც პოლონურ მხარეს უკრაინის ეროვნულმა საიმიგრაციო სამსახურმა მიაწოდა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


