კომენტარი
რაღაც ისეთ ფონს ვქმნით ახლა, რომ ეჭვქვეშ ვაყენებთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას - სოზარ სუბარი
ოკუპირებული ტერიტორიებიდან ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კომენტირებისას განაცხადა, რომ სპეცსამსახურები ყველაფერს აკეთებენ მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
„ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა არის დღეს მთავარი და ყველაზე დიდი გამოწვევა თანამედროვე მსოფლიოში. საქართველოც არის ამ ბრძოლაში ჩაბმული, ტერორიზმის, მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ ბრძოლა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის არის უმთავრესი მოვალეობა და ბუნებრივია, ჩვენც ამ ბრძოლაში ვართ. შესაბამისად, ამ ბრძოლაში ჩაბმული სპეცსამსახურების ღვაწლი არის ძალიან დიდი და ისინი აკეთებენ ყველაფერს, რომ თქვენი, ჩვენი და საქართველოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება იყოს დაცული, მათ შორის იმ ადამიანების უსაფრთხოებაც, რომლებსაც დღეს ძალიან სტკივათ გული მათი ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო.
ბუნებრივია, ნებისმიერი ახალგაზრდის დაკარგვა არის ძალიან დიდი ტკივილი არა მხოლოდ ოჯახისთვის, არამედ ქვეყნისთვისაც, მაგრამ ეს ტკივილი იწყება მაშინ, იწყება იმ წუთში, როდესაც ადამიანებს შეიძლება გარკვეული კავშირი გაუჩნდეთ ტერორიზმთან“, – განაცხადა მინისტრმა.
სუბარმა აღნიშნა, რომ საზოგადოებაში იქმნება ფონი, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს ტერორიზმთან ბრძოლას.
„რაც შეეხება ტერორიზთან ბრძოლაში დანაკარგს, მათ შორის ჩვენი სპეცრაზმელი დაიღუპა, რამდენიმე დაიჭრა. მაჩალიკაშვილის დაღუპვის ამბავში ჰქონდა თუ არა ძალის გადამეტებას ადგილი, ეს ცხადია, შეიძლება გახდეს საგამოძიებო შესწავლის საგანი. სპეცოპერაცია იყო აუცილებელი და ჩატარდა მაღალ დონეზე. მოხდა თუ არა გადამეტება, ამაზე ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ ამ წუთში არ გავაკეთებ კომენტარს. სანამ გამოძიება არ იქნება, მანამდე ჩემგან რამე კომენტარის გაკეთება არ იქნება მართალი.
ზოგადად მგონია, რომ რაღაც ისეთ ფონს ვქმნით ახლა, რომ ეჭვქვეშ ვაყენებთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას. არა მგონია, ეს სწორი აქცენტები იყოს“, -უთხრა სუბარმა ჟურნალისტებს.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუისში სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრეს. ის თბილისში წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. მის გადასაყვანად ჯანდაცვის სამინისტრო და მაჩალიკაშვილის ოჯახი მოლაპრაკებებს აწარმოებდნენ უცხოურ კლინიკებთან.
მაჩალიკაშვილი გუშინ დილით გარდაიცვალა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


