კომენტარი
რადგან მონტენეგრო მიიღეს ნატო-ში, ეს არ ნიშნავს, რომ მალე ჩვენც მიგვიღებენ - სოსო ცინცაძე
რადგან მონტენეგრო მიიღეს, ეს არ ნიშნავს, რომ მალე ჩვენც მიგვიღებენ, - ასე აფასებს გაზეთ ,,რეზონანსთან’’ საუბარში პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მონტენეგროს გაწევრიანებას.
ექსპერტი ამბობს, რომ საქართველოსა და მონტენეგროს შორის დიდი განსხვავებაა და ეს არ იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს.
,,სიმბოლურად რასაკვირველია კარგია, ნატო-ს 29-ე წევრი მონტენეგრო რომ გახდა, მაგრამ ამ ქვეყნის პრობლემა სულ სხვაგვარად იდგა, საქართველოს პრობლემა კი სხვაგვარად დგას. არ არის ისე, რომ რადგან ეს ქვეყანა მიიღეს, აუცილებლად ჩვენც მალე მიგვიღებენ.
მონტენეგრო მიიღეს დაჩქარებული წესით, რადგან იქ ნატო-ში გაწევრიანების მომხრე იყო მოსახლეობის ნახევარი. მონტენეგრო ევროპაა, საქართველო კი ამიერკავკასიაა. რუსეთისთვის მისი გაწევრიანება საჩუქარი არ არის, მაგრამ რასაც მასთან დაკავშირებით შეეგუება, იმას საქართველოსთან მიმართებაში არ შეეგუება.
მონტენეგროს გულისთვის რუსეთი ომს არასოდეს დაიწყებს, ხოლო ყველაზე დიდი რაც რუსეთმა მონტენეგროსთვის გააკეთა, იყო ის, რომ სერბების ხელით შეეცადა იქ სახელმწიფოს გადატრიალებას, რაც არ გამოუვიდა და ამისთვის მაინცდამაინც თავი არ მოუკლია. მაგრამ, საქართველოს გულისთვის 2008 წელს ომი დაიწყო, რაც პირდაპირ აღიარა მედვედევმა’’, - განაცხადა ცინცაძემ.
მისივე თქმით, ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებას არ აჩქარებს შიდა პრობლემებიც.
,,ის, რაც ხდება საქართველოში, არ აჩქარებს ნატო-ში ჩვენ მიღებას. პირიქით ანელებს - შიდა სკანდალები და სიღატაკე. ისეთი ქვეყნის, სადაც 500 ბავშვი იხოცება 5 წლის ასაკამდე და აქედან დიდი ნაწილი შიმშილით, ადგილი ნატო-ში არ არის.
მონტენეგრო ერთი ციცქნა ქვეყანაა და თანაც ამით უკვე შეიკრა ხმელთაშუა ზღვის სანაპირო მთლიანად. იტალია, საბერძნეთი, თურქეთი, ბულგარეთი - ნატო-ს წევრები არიან და ამით ხმელთაშუა ზღვის სანაპირო შეიკრა და ამას გაცილებით დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
ჩვენთვის ეს არის სიმბოლო, რომ კარი ღია რჩება. ზოგადად კი, ევროკავშირის კარიც არავის დაუხურავს, მაგრამ არ ვართ ევროკავშირის წევრი და როდის გავხდებით, ამაზე საუბარიც არ არის’’, - აცხადებს ცინცაძე.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


