მსოფლიო
რა ვუყო პოპულისტებს, უკრაინულმა საზოგაოდებამ გადაწყვიტოს - ვლადიმერ გროისმანი მიხეილ სააკაშვილზე
უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გროისმანმა მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია სააკაშვილის, როგორც ოდესის გუბერნატორის მიღწევებით. ინფორმაციას „24-ე არხი“ ავრცელებს.
„სხვათა შორის, ბევრ რამეში ვეხმარებოდი, მაგრამ მე გარკვეულწილად იმედგაცრუებული ვარ მისი [სააკაშვილის] მიღწევებით“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა კიევსი მიმდინარე YES-ის საერთაშორისო ფორუმზე.
გროისმანი 10 სექტემბრის აქციასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არავის არ აქვს უფლება, ხელი აწიოს უკრაინელ მესაზღვრეებზე.
„არავის არ აქვს უფლება, მათ შორის მეც, ქაოსი მოაწყოს სუვერენული სახელმწიფოს საზღვარზე, უფრო მეტიც, ხელი აწიოს უკრაინელ მესაზღვრეებზე“, -აღნიშნა გროისმანმა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლება არაფერს არ მოიმოქმედებს სააკაშვილის მიერ კიევში დაგეგმილი დაბრუნებისთვის.
„არ ვიცი, როგორ მოვიქცე მსგავ სიტუაციებში, მე მესმის, როგორ დავაგო გზები, ჩავდო ინვესტიცია ეროვნული ეკონომიკის განვითარებაში, როგორ შევქმნა პირობები ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის, როგორ მოვამზადო ქვეყანა მძიმე ზამთრისთვის, როგორ განვახორციელო პენსიური რეფორმა - ამაში ვერკვევი. აი, რა ვუყო პოპულისტებს, უკრაინელმა საზოგაოდებამ გადაწყვიტოს“, -თქვა გროისმანმა.
შეგახსენებთ, 10 სექტემბერს 20 საათზე ოდესის ყოფილი გუბერნატორი თავის მხარდამჭერებთან ერთად სასაზღვრო-გამშვები პუნქტი შეგინი გადაკვეთა.
12 სექტემბერს ლვოვში, სასტუმრო ლეოპოლისის წინ სააკაშვილმა ხელი მოაწერა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა პროტოკოლს უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ. მისი საქმის სასამართლო განხილვა 18 სექტემბერს გაიმართება.
გამოძიება სააკაშვილის საქმეზე 5 მუხლითაა აღძრული, მათ შორის ხულიგნობაზეც.
13 სექტემბერს, ქალაქ ჩერნოვცებში გამართულ მიტინგზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა დააანონსა, რომ კიევში 19 სექტემბერს დაბრუნდება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


