კომენტარი
რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი? რა შუაშია ქუმსიშვილი? რა შუაშია გახარია? რეებს მიედ-მოედებით? - კახა კალაძე
რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი? რა შუაშია ქუმსიშვილი? რა შუაშია გახარია? რეებს მიედ-მოედებით, ლოგიკა ხომ არსებობს? დავსხდეთ ახლა და ვისაუბროთ, რომ ეს კრიმინალია, ის ქურდია და მართლა ასეა? - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კახალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომლის მიხედვითაც "ომეგა ჯგუფის" ბრიტანელი ადვოკატების ინფორმაციით, ლონდონის სასამართლოში საქართველოს მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები არიან დაბარებულები.
კალაძის თქმით, გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებში არც ერთი მაღალჩინოსანი ან პოლიტიკოსი არ ფიგურირებს.
"ვინ ფიგურირებს? რომელი პოლიტიკოსი ფიგურირებს ან ხელისუფლების რომელი წარმომადგენელი? ლევან ყიფიანს რა თანამდებობა აქვს ან რას წარმოადგენს? სად არის დიმიტრი ქუმსიშვილის ჩანაწერი? მე და შენ რომ ვისაუბროთ და ვინმეს სახელი რომ ვახსენოთ, ის ადამიანი დამნაშავეა? რა ლოგიკაა ეს?
ჯგუფს აქვს გადასახდელი 51 მილიონი და ტელევიზია ალიბი ვერ იქნება. კანონი არის ყველასთვის ერთი. თუ ამ ჩანაწერებში მონაწილეების მიმართ არსებობს კითხვები, გამოძიება დაწყებულია და როგორც ერთ მხარეს, ასევე მეორე მხარეს უნდა მოეთხოვოს პასუხი. როდესაც საუბრობთ და ინტერპრეტირებას უკეთებთ, რომ მაღალჩინოსნები არიან ჩართული, ეს რა მიდგომა ან რა ლოგიკაა?
რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი? რა შუაშია ქუმსიშვილი? რა შუაშია გახარია? რეებს მიედ-მოედებით, ლოგიკა ხომ არსებობს? დავსხდეთ ახლა და ვისაუბროთ, რომ ეს კრიმინალია, ის ქურდია და მართლა ასეა?", - განუცხადა ჟურნალისტებს კალაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


