კომენტარი
რა შეუშლის კობახიძეს ხელს, რომ ივანიშვილს ხელბორკილები დაადოს, ან ვინ იქნება მისი შემკავებელი?! - ირაკლი შაიშმელაშვილი
"ქართული ოცნების" მაღალჩინოსნების მიერ თანამდებობების დატოვებების სერიებს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი ირაკლი კობახიძის მიერ პოზიციების გაძლიერებას უკავშირებს.
"რა შეუშლის კობახიძეს ხელს, რომ ხვალ ივანიშვილს ხელბორკილები დაადოს, ან ვინ იქნება მისი შემკავებელი?!" - ამბობს ირაკლი შაიშმელაშვილი "ტვ პირველის" ეთერში.
ირაკლი კობახიძე ვიღაცებს ბუნჩულა პიროვნება ჰგონიათ. სინამდვილეში ის შეფარვით იძლიერებს მის ინტერესებს, როგორც პრემიერი. მის ვერტიკალში მისი ნდობით და უყოყმანოდ ამოცანების შემსრულებელი პიროვნებები მოჰყავს. არ არის გამორიცხული, ეს მსჯელობის საკითხია, რომ ხვალ კობახიძე გავიდეს რუსებთან პირდაპირ კავშირზე. რა შეუშლის კობახიძეს ხელს, რომ ივანიშვილს ხვალ ხელბორკილები დაადოს, ან ვინ იქნება მისი შემკავებელი. ეს ვარაუდია, მაგრამ რაც საქართველოში რეალურად ხდება, მთლიანად პროცესებს არც კობახიძე და არც ივანიშვილი მართავს. ეს არის რუსების მიერ დაწერილი სცენარი. ამის კარგი მაგალითია ამერიკის სადაზვერვო სამსახურის საფრთხეების შეფასების დოკუმენტი". - განაცხადა ირაკლი შაიშმელაშვილმა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. გომელაურის მიმართვა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


