მსოფლიო
რა შესთავაზა სეულმა ფხენიანს? - მსოფლიო მედიისთვის ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის დელეგაციების შეხვედრის დეტალები გახდა ცნობილი
ბოლო 2 წლის განმავლობაში სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის პირველი მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა. მოლაპარაკებები დემილიტარიზებულ ზონაში, ე.წ. „მშვიდობიან სოფელ“ პანმუნჯომში მიმდინარეობდა.
შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ ჩრდილოეთ კორეა 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე თავისი სპორტსმენებისა და ჩინოვნიკების დელეგაციას, ასევე მხარდამჭერთა გუნდს გააგზავნის. მსოფლიო დონის სპორტული ღონისძიება სამხრეთკორეულ ქალაქ ფხენჩხანში თებერვალში გაიმართება.
სამხრეთ კორეის გაერთიანების მინისტრის მოადგილის, ჩუნ ხე სუნის ინფორმაციით, სეულმა ფხენიანს ასევე შესთავაზა კორეის ომით გაყოფილი ოჯახების წევრების შეხვედრის ჩატარება მთვარის ახალი წლის დღესასწაულზე, რომელიც ოლიმპიადის შუა პერიოდს ემთხვევა.
გარდა ამისა, სამხრეთ კორეის დელეგაცია გამოვიდა ინიციატივით, რომ კორეის ორივე მხარის სპორტსმენები ერთად გამოვიდნენ ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალზე, როგორც ეს მოხდა 2006 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ტურინში.
სეულმა ასევე შესთავაზა მოლაპარაკებების განახლება სამხედრო საკითხებსა და ფხენიანის ბირთვულ პროგრამაზე.
სამხრეთკორეულმა მხარემ განუცხადა ჩრდილოეთის დელეგაციას, რომ ოლიმპიადის განმავლობაში სანქციების მოხსნის საკითხს გადახედავს.
ჯერჯერობით ჩრდილოეთ კორეის პასუხი ამ შემოთავაზებებზე უცნობია.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


