მსოფლიო
რა აღმოუჩინეს დედოფალ ელისაბედ მეორის ოფშორებში? – „სამოთხის დოკუმენტების“ გამოძიების შედეგები
დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ დაახლოებით 13 მილიონი დოლარი ჩადო ოფშორებში, ამის შესახებ ნათქვამია გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის მიერ გასაჯაროებულ ოფშორულ დოკუმენტებში, რომლებიც „სამოთხის დოკუმენტების“ სახელითაა ცნობილი. ის შეიცავს 13,4 მილიონ დოკუმენტს, რაც მასშტაბით გახმაურებულ „პანამის დოკუმენტებს“ არ ჩამოუვარდება.
დოკუმენტების თანახმად, დედოფალმა თანხები ჩადო კაიმანის კუნძულებსა და ბერმუდებზე არსებულ ფონდებში. საქმე ეხება 500 მილიონ ფუნტ სტერლინგს (600 მილიონ აშშ დოლარს), რომელიც დიდი ბრიტანეთის მონარქმა მის კუთვნილებაში მყოფი ლანკასტერის საჰერცოგოდან მიიღო.
ბიბისის ინფორმაციით, რამე არალეგალური ინვესტიციებში არ აღმოაჩნდა, რაც გამორიცხავს, რომ დედოფალი გვერდს უვლის გადასახადების გადახდას.
ასევე დოკუმენტებიდან გაირკვა მცირე ინვესტიციებზე, რომელიც იყო განხორციელებული საცალო სავაჭრო კომპანია BrightHouse-ში, რომელსაც ბრალი წაუყენეს ღარიბთა ექსპლუატაციაში, და მაღაზიათა ქსელ Threshers-ში, რომელიც გაკოტრდა და დატოვა დავალიანება 17.5 მილიონი ფუნტის (23.08 მილიონი აშშ დოლარის) ოდენობით, ხოლო 6 000 ადამიანი უსამსახუროდ დარჩა.
ლანკასტერის საჰერცოგოს განცხადებით, ის არ ერევა ფონდების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში და არ მიუღია რამე მითითება, რომ დედოფალმა იცოდა მისი სახელით გაკეთებული ინვესტიციების შესახებ.
უფრო ადრე საჰერცოგომ თქვა, რომ „დიდ ყურადღებას აქცევს ყველა თავის მოქმედებას ან უმოქმედობას, რაც შესაძლოა, უარყოფითად აისახოს დედოფლის რეპუტაციაზე“, რომელიც თავის მხრივ ინტერესს გამოხატავს თავისი ქონების მიმართ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


