კომენტარი
ქვეყანაში ტრაგიკომიკული ვითარებაა! - თემურ შაშიაშვილი
„თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი დღევანდელ ვითარებას ტრაგიკომიკულს უწოდებს.
„მტერი ვერ შეძლებდა ქვეყანაში პროცესების ისეთ განვითარებას, როგორც ეს, ჯერ “მოქკავშირ-აღორძინებამ“, მერე- “ნაცმოძრაობამ” , შემდეგ – “ქართულმა ოცნებამ” შეძლეს. ეს უკანასკნელი გვირგვინს ადგამს ამ დამანგრეველ პროცესს.
წარმოუდგენელია, ქვეყნის მართვა ბანკირის ფსიქოლოგიით. ეს ხდება ჩვენ სამშობლოში ინტელიგენციის დამღუპველი დუმილის წყალობით,“ - აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.
„ტრაგიკომედიაა, ინტელექტითა და აზროვნებით გამორჩეულ ქვეყანაში სააკაშვილმა ცხრა წელი გვაცხოვრა შიშში, “ივანიშვილმა კი - უკვე მეშვიდე წელია, გაგვხადა ფულის მონა-ყიდულობს ყველას და ყველაფერს, რაც ძალაუფლებას შეანარჩუნებინებს და საკუთარ მილიარდებს შეანარჩუნებინებს!
ვისაც, სჯერა, რომ საქართველოს გადარჩენა ქუჩის ბელადს, ან ოლიგარქს შეუძლია – ის ქვეყანას მტრობს, - აცხადებს „თეთრების“ ლიდერი.
რაც შეეხება ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, თემურ შაშიაშვილი აქაც სკეპტიკურადაა განწყობილი:
„ეს იმდენად სასაცილოა,რომ სასაუბროდაც არ ღირს, მე ვფიქრობ ცინიზმია, რაც ამწვავევს შექმნილ ტრაგიკომიკურ მდგომარეობას. ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანაც და გაბრწყინებაც მართვის სისტემის შეცვლასა და განათლებულ, მორალურ ადამიანთა ხელისუფლებაშია!“ - ამბობს თემურ შაშიაშვილი.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


