კომენტარი
ქვეყანაში მედიკამენტების ხარიხსი არასაკმარისად კონტროლდება - აკაკი ზოიძე
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, ქვეყანაში მედიკამენტების ხარიხსი არასაკმარისად კონტროლდება.
როგორც ზოიძემ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, ფარმაცევტული ბაზრის შემოწმებისთვის რეგულირების სააგენტოს წელიწადში 170 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი, რაც მისი თქმით, არსაკმარისი თანხაა.
„მოკლედ გიპასუხებთ – არასაკმარისად კონტროლდება. ჩვენ გვაქვს პარალელურად იმპორტისა და აღიარებითი რეგისტრაციის მექანიზმები ჩართული. მაგალითად, თუ ევროგაერთიანებაში არის პრეპარატი დარეგისტრირებული, ეს ნიშნავს, რომ ის ხარიხიანია თუ იქ ცირკულირებს, ამიტომაც, ჩვენ პირდაპირ ვაღიარებთ, რომ არ დავხარჯოთ თანხები, რადგან ამას უზარმაზარი რესურსი ჭირდება, რომ თითოეული პრეპარატის ხარისხი ამოწმო. აქ მარტო ხარისხი არ არის- აქ არის ბიოაქტიურობის საკითხი და ბევრი რამ სხვა, ანუ რამდენად ადეკვატური რაოდენობაა ნივთიერების პრეპარატის შიგნით. ეს ყველაფერი საკმაოდ ძვირი ჯდება. ჩვენ კონტროლს ვაწარმოებთ, როდესაც მედიკამენტის შემოტანა ან აღიარება ხდება, მაგრამ შემდეგ როგორი მედიკამენტი ცირკულირებს ქსელში, პირველი ნიმუშების შემოტანის შემდეგ, ამის მხოლოდ ლიმიტირებული კონტროლი ხდება.
წელიწადში 170 ათას ლარად, რომელიც აქვს რეგულირების სააგენტოს ამ პროგრამაზე, ძალიან ცოტა რამის გაკეთება შეიძლება. ეს თანხა ცოტაა. წლებია ჩვენ კიდევ ლაბორატორიის პრობლემაც გვქონდა. უცხოურ ლაბორატორიებს კი ასე მცირე ტენდერებში მონაწილეობა არ უღირთ, როდესაც სამინისტრო ტენდერს აცხადებს. რამდენადაც ვიცი, სამინისტრო მუშაობდა ამ თემაზე და მათ ვკითხოთ, დაასრულეს თუ არა მუშაობა ლაბორატორიაზე“,-აღნიშნა ზოიძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


