მსოფლიო
ქერჩის სრუტეში მომხდარის გამო დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა გააუქმა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქერჩის სრუტეში რუსული სპეცსამსახურების მიერ უკრაინული გემების დაკავების გამო რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. ამის შესახებ ტრამპმა ტვიტერზე დაწერა.
„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ უკრაინას რუსეთმა არ დაუბრუნა გემები და მეზღვაურები, გადავწყვიტე, რომ ყველა დაინტერესებული მხარისთვის უკეთესი იქნება, თუკი არგენტინაში ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ შეხვედრას გავაუქმებ. მოუთმენლად ველოდები ამ შეხვედრას, როგორც კი სიტუაცია გამოსწორდება!“, - დაწერა ტრამპმა ტვიტერზე.
„დიდი ოცეულის“ სამიტი არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში 30 ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე გაგრძელდება.
ცნობისთვის, 25 ნოემბერს რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, უკრაინის ექვსი მოქალაქეა დაშავებული. რუსმა მესაზღვრეებმა 24 უკრაინელი სამხედრო დააკავეს. უკრაინამ რუსეთის მოქმედებები აგრესიად შეაფასა. ქვეყნის 10 ოლქში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


