უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

18 ოქტომბერი, 2018 12:20
font-size

ქერჩის კოლეჯში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ქალაქ ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში მომხდარი აფეთქებისა და სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა - აქედან 15 სტუდენტია, მათ შორის 11 არასრულწლოვანი. დანარჩენი 5 დაღუპული სასწავლო დაწესებულების თანამშრომელი აღმოჩნდა. ამის შესახებ რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა ვერონიკა სკვორცოვამ განაცხადა.

ყირიმის ე.წ. მთავრობამ გარდაცვლილთა სია გამოაქვეყნა, რომელშიც მხოლოდ 19 გვარია მითითებული. მასში არ შეუყვანიათ თავდასხმელი.

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, უმეტესობა დაიღუპა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის გამო, ხოლო დაშავებულებს აღებიშნებათ აფეთქების შედეგად მიღებული დაზიანებები.

გუშინ ქერჩის პოლიტექნიკური კოლეჯის 18 წლის სტუდენტმა ვლადისლავ როსლიაკოვმა სასწავლებელში ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა და სროლა ატეხა, რის შემდეგ თავი მოიკლა.

მომხდარზე გამოძიება „ტერაქტის“ მუხლით დაიწყო, თუმცა მოგვიანებით ის გადაკვალიფიცირეს სხვა მუხლით, რომელიც გულისხმობს საყოველთაოდ საშიში საშუალებით 2 ან მეტი ადამიანის მკვლელობას.

რუსულმა მედიამ როსლიაკოვის ნაცნობებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ 18 წლის სტუდენტი „ვერ იტანდა კოლეჯს ბოროტი მასწავლებლების გამო“ და მიანიშნებდა, რომ აპირებდა, შური ეძია მათზე.

მომხდარის გამო ყირიმში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“

23 მარტი, 2026 , 10:42

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. როგორც მედია იუწყება, დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადე

სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი

12 მარტი, 2026 , 09:17

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა „ირანის ლეგიტიმური უფლებების“ აღიარებაა. „რუსეთისა და პაკისტანის ლიდერებთან საუბრისას მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ირანის ერ

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი

12 მარტი, 2026 , 09:09

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურის განადგურება ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით ერთ საათში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტ

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი

10 მარტი, 2026 , 09:12

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.   მისივე თქმით, გარდა ამი

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

9 მარტი, 2026 , 09:24

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, - ინფორმაციას BBC-ი&nb

ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს

9 მარტი, 2026 , 09:00

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 56 წლის მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი