კომენტარი
,,ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებრივი მაუწყებელი აქცია პარტიული პროპაგანდის იარაღად - თამარ კეკენაძე
,,ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებრივი მაუწყებელი აქცია პარტიული პროპაგანდის იარაღად“, - ასე აფასებს ,,თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი თამარ კეკენაძე საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ იმ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, საქართველოს პრეზიდენტის აქტიური წინააღმდეგობის მიუხედავად ხელისუფლებამ მაინც დაამტკიცა და, რომლებიც ძალზე უარყოფით რყევებს გამოიწვევს მედია ბაზარზე, შეავიწროებს კერძო მაუწყებლებს და ამავდროულად, შექმნის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული მაუწყებლის გაუმჭვირვალედ საქმიანობის, კორუფციული გარიგებების დადების კანონიერ შესაძლებლობას.
,,საზოგადოებრივი მაუწყებელი გვეკუთვნის ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, რადგან ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან ვაფინანსებთ ამ ტელევიზიას. საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი ამოცანაა ემსახურებოდეს ჩვენი საზოგადოების ინტერესებს. ამ დროს, ,,ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებრივი მაუწყებელი აქცია პარტიული პროპაგანდის იარაღად, გააუქმა ყველა ის გადაცემა, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკური კურსის გამყარებას ემსახურებოდა, დახურა ევროპული ბიურო, მმართველ საბჭოში აპირებს შეიყვანოს პრორუსული განწყობის მქონე ადამიანები და კანონის ცვლილებით ხელ-ფეხს უხსნის კორუფციულ გარიგებებს . ამავდროულად, სხვა კერძო ტელევიზიებს უსპობს მუშაობის შესაძლებლობას. ჩვენი, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მოთხოვნაა: შეიცვალოს კანონი , დაიწყოს გამოძიება იმ ფინანსურ დარღვევებზე, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოავლინა და აღდგეს პროდასავლური გადაცემები” , - განაცხადა თამარ კეკენაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


