მსოფლიო
„ქართულმა ლეგიონმა“ უკრაინის სამხედრო ძალების 54-ე ბრიგადა დატოვა - მიზეზად ბრიგადის მეთაურის არაკომპეტენტურობა სახელდება
„ქართულმა ლეგიონმა“ უკრაინის სამხედრო ძალების 54-ე ბრიგადა დატოვა. ამის შესახებ „ლეგიონის“ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში წერია.
განცხადების თანახმად, ამის მიზეზი 54-ე ბრიგადის მეთაურისა და მისი გარემოცვის არაკომპეტენტურობა გახდა.
„2017 წლის 20 დეკემბერს „ქართულმა ლეგიონმა“ სრული შემადგენლობით დატოვა 54-ე ბრიგადა მისი მეთაურის, ალექსეი მაისტრენკოსა და მისი გარემოცვის არაკოპეტენტურობის გამო, ასევე მის მიერ გაცემული უკანონო ბრძანებების გამო. 2017 წლის 16 დეკემბრის ოპერაციის დეტალების შესახებ, რომლის შედეგად „ქართული ლეგიონისა“ და 25-ე ბატალიონის 11 მებრძოლი დაშავდა, უახლოეს დღეებში აუცილებლად მოვყვებით პრესკონფერენციაზე. ასევე გამოქვეყნდება „ქართული ლეგიონისა“ და 54-ე ბრიგადის მეთაურების საუბრის აუდიოჩანაწერი, სადაც 54-ე ბრიგადის მეთაური აძლევს სერგეი ფედოსენკოს ბრძანებას, გაათავისუფლოს „ქართული ლეგიონის“ მებრძოლები მათი „შეუსაბამობის“ გამო. გამოქვეყნდება „ქართული ლეგიონის“ მებრძოლების მიმართ სატელეფონო მუქარის შემცველი აუდიოჩანაწერი“, - წერია „ლეგიონის“ განცხადებაში.
ფეისბუკპოსტიდან ასევე ირკვევა, რომ 54-ე ბრიგადის მეთაური ცდილობს, დაჭრილი ქართველი მებრძოლების დეპორტირებას სამხედრო ჰოსპიტალიდან. მაისტრენკოს გარემოცვის წევრები, სერგეი ფედოსენკო და „ქართული ლეგიონის“ ყოფილი წარმომადგენელი ზურაბ ჭეხელიძე სისტემატურად რეკავენ ჰოსპიტალში და ემუქრებიან მებრძოლებს, რომ მათ მკურნალობა შეუწყდებათ, თუკი ისინი გაავრცელებენ ინფორმაციას 2017 წლის 16 დეკემბერს გაცემული ბრძანების შესახებ.
„ლეგიონი“ ასევე აფრთხილებს, რომ 54-ე ბრიგადაში 3 ქართველი რჩება, თუმცა ისინი „ქართულ ლეგიონს“ არ წარმოადგენენ. ის სთხოვს მომხმარებელს, „ქართული ლეგიონის“ სახელით მანიპულაციის შემთხვევაში შეატყობინონ მათ ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე.
2017 წლის 18 დეკემბერს „ქართული ლეგიონის“ მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში რაზმის 8 მებრძოლი დაიჭრა.
უკრაინაში „ქართული ლეგიონი“ 2014 წელს შეიქმნა, რომ დონბასში უკრაინის სამხედრო ძალებს დახმარებოდნენ. 2016 წელს ლეგიონი უკრაინის სამხედრო ძალების 54-ე ბრიგადის შემადგენლობაში შევიდა. ქართულ დანაყოფში 100 მებრძოლია.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


