კომენტარი
ქართული საზოგადოებისთვის მისაღებია, რომ კონსტიტუციის მოდელი იმის მიხედვით იცვლებოდეს, როგორ განცხადებას გავაკეთებ მე?! - გიორგი მარგველაშვილი
თუ კარგ განცხადებას გავაკეთებ, ერთი ტიპის კონსტიტუცია ექნება ქვეყანას, თუ განცხადება არ მოეწონებათ - მეორე ტიპის, თუ გავჩუმდები, შეიძლება მესამე ტიპის კონსტიტუცია ჰქონდეს - ეს მისაღებია?! - ასე გამოეხმაურა პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციო კომისიამ შეიძლება პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესის, მომავალი წლიდან შემოღებაზე იფიქროს.
”ეს მუქარად ნაკლებად აღვიქვი. ამ გამონათქვამის კომენტირებასაც არ გავაკეთებდი. მე ვფიქრობ, კონსტიტუციური პროცესისთვის ადეკვატური განცხადება არ არის ეს. თუ მე კარგ განცხადებას გავაკეთებ, ერთი ტიპის კონსტიტუცია ექნება ქვეყანას. თუ განცხადება არ მოეწონებათ - მეორე ტიპის კონსტიტუცია, თუ საერთოდ გავჩუმდები, შეიძლება მესამე ტიპის კონსტიტუცია ჰქონდეს - ეს მისაღებია?! ჩემთვის არა, თქვენთვის, ქართული საზოგადოებისთვის მისაღებია, რომ კონსტიტუციის მოდელი იმის მიხედვით იცვლებოდეს, როგორ განცხადებას გავაკეთებ მე?!”, - განაცხადა მარგველაშვილმა ტელეკომპანია ,,მაესტროს’’ ეთერში.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ,,თუ საქართველოს პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო კომისიამ შეიძლება იფიქროს იმაზე, რომ პირდაპირი არჩევნები არ ჩაატაროს მომავალ წელს და გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე.’’
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


