კომენტარი
„ქართული ოცნების“ წევრია თუ ვის აძლევს ხმას, უნდა გაირკვეს, იქნებ თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია - სოფიო კილაძე
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც დეკანოიძის მტკიცებით, თბილისის რამდენიმე საარჩევნო უბანზე არჩევნების გაყალბება მოხდა.
დეკანოიძემ საარჩევნო პროცესის ამსახველი ვიდეომასალა წარადგინა.
კილაძის თქმით, პირველ რიგში უნდა გაირკვეს, ვინ არის ადამიანი, რომელიც ვიდეოში ჩანს, კილაძის ტქმით, იქნებ თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია?!
„ეს ადამიანი დადასტურებულად „ქართული ოცნების“ წევრია თუ ვის აძლევს ხმას? არ მინახავს კონკრეტული ვიდეო, მაგრამ პირველ რიგში უნდა გაირკვეს, ვინ არის ეს ადამიანი. იქნებ თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია?! მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, თუ ვინმემ რამდენჯერმე მისცა ხმა, აუცილებლად უნდა დაისაჯოს და ასევე ის პირებიც, ვინც ვალდებული იყო, მონიტორინგი გაეწია ამ სიტუაციისთვის. რა თქმა უნდა, ადეკვატური რეაქცია უნდა მოჰყვეს ამ ყველაფერს, მაგრამ ძალიან საინტერესოა, "ნაციონალურ მოძრაობას" საიდან აქვს ეს ვიდეო, თუ თვითონ არ იღებენ ამაში მონაწილეობას?“- განაცხადა სოფიო კილაძემ.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


