კომენტარი
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შეხვედრაზე გადავწყვეტთ, რა ფორმით ვერთვებით საარჩევნო კამპანიაში - თამარ ჩუგოშვილი
„ქართული ოცნება“ სავარაუდოდ, 9 სექტემბერს პოლიტსაბჭოს სხდომაზე გამართავს და საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდაჭერის საკითხზე პოზიციას ჩამოაყალიბებს, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა.
მისი თქმით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის ვადა ხვალ იწურება.
„ხვალ იწურება საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის ვადა, ამიტომ სავარაუდოდ, კვირას იქნება პოლიტსაბჭოს სხდომა და ამ შეხვედრაზე ჩამოვაყალიბებთ პოზიციას. როგორც იცით, პოზიციები იყო სხვადასხვაგვარი ამ არჩევნებთან დაკავშირებით, ამიტომ პოლიტიკური საბჭოს შეხვედრაზე გადავწყვეტთ, რა ფორმით ვერთვებით საარჩევნო კამპანიაში. ვთქვით, რომ როდესაც ამოიწურება კანდიდატების რეგისტრაციის ვადა და, როდესაც ვნახავთ, ვინ არის დარეგისტრირებული კამპანიისთვის, მაშინ მივიღებთ გადაწყვეტილებას. არაფერი გაჭიანურებულა, როგორც გვქონდა დაგეგმილი, იმ გეგმას მივყვებით“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
რაც შეეხება საპრეზიდენტო კანდიდატის ფინანსურ მხარდაჭერას, ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ამ მხრივ, პროცესში „ქართული ოცნება“ იმ ფარგლებში მიიღებს მონაწილეობას, რის საშუალებასაც კანონი იძლევა.
„კანონი რა მასშტაბითაც გვაძლევს და მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მხარი დავუჭიროთ კანდიდატს, რომელიც ჩვენი ნომრით არ მონაწილეობს, ისე მოვიქცევით. მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოში მივიღებთ მონაწილეობას, გადახვევა არ იქნება“, – განაცხდა ჩუგოშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


