კომენტარი
„ქართული ოცნებას“ ან ეყოფა გონიერება და განაახლებს დიალოგს, ან დარჩება საკუთარ ახირებულ პოზიციაზე - ირაკლი აბესაძე
„ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ პრეზიდენტისა და ოპოზიციის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებზე შემუშავებული დოკუმენტის კომენტირებისას განაცხადა, რომ მმართველმა გუნდმა არ გაითვალისწინა ქართველი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების აზრი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში.
„ქართულმა ოცნებამ“ ისე წარმართა საკონსტიტუციო პროცესი, რომ ის არ ითვალისწინებს ქართული საზოგადოების მოთხოვნებს კონსტიტუციისადმი და მან არ გაითვალისწინა საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინი, რომ ფართო ჩართულობით იქნებოდა დაწერილი საკონსტიტუციო ტექსტი. ახლა ჩვენი ერთიანი პოზიციის დაფიქსირებით ფაქტობრივად ვეხმიანებით საერთაშორისო საზოგაოდების მოთხოვნებს და ვაფიქსირებთ, რომ „ქართული ოცნების“ გარდა პოლიტიკური სპექტრი, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი, მზად ვართ, მიუხედავად ურთიერთგანსხვავებებისა, შევთანხმდეთ ერთიან პრინციპებზე, ძირითად საკითხებზე, რასაც კონსტიტუცია უნდა არეგულირებდეს. ესაა 2020 წლიდან პირდაპირ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, რაც სამართლიან საარჩევნო სისტემას გულისხმობს, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის შებრუნება და სხვა მთელი რიგი საკითხები.
სწორედ ესაა ის საკითხები, რომელთა დარეგულირების მოთხოვნა არსებობდა ქართულ საზოგადოებაში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ პოლიტიკურ სპექტრში.
ახლა „ქართულ ოცნებას"“აქვს არჩევანი- ეყოს გონიერება და განაახლოს დიალოგი, ან დარჩეს საკუთარ ახირებულ პოზიციაზე“, -განაცხადა აბესაძემ.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოპოზიციასთან შემუშავებული დოკუმენტი ვენეციის კომისიასა და მმართველ პარტიას გაუგზავნა. ამის შესახებ ქვეყნის პირველმა პირმა ჟურნალისტებს გუშინდელ საგანგებო ბრიფინგზე აცნობა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


