კომენტარი
`ქართული ოცნება` თვითონ აჩქარებს თავისი პოლიტიკური სამარის გათხრას - ბადრი ჯაფარიძე
"ქართული ოცნება" თვითონ აჩქარებს თავისი პოლიტიკური სამარის გათხრას, - ასე ეხმაურება „ლელო - ძლიერი საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ბადრი ჯაფარიძე პროკურატურის მიერ, საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარების და ხელისუფლების დამხობის მოწოდების საქმეზე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას.
„რამდენიმე დღის წინ, 1990 წელს ჩატარებული დემოკრატიული არჩევნების 35 წლისთავი ავღნიშნეთ. ამ 35 წლის განმავლობაში, ჩემი ამოცანა ყოველთვის იყო, წინააღმდეგობა გაგვეწია სახელმწიფოს მიმართ განხორციელებული საბოტაჟის მიმართ, წინააღმდეგობა გაგვეწია დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მიმართ, რომელსაც ადგილი ჰქონდა 92 წელს და მე მაშინ ვიყავი პარლამენტის შენობაში და გარედან გვბომბავდნენ, ტყვიებს გვესროდნენ, მაგრამ ჩვენ ვიცავდით დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას. შემდგომშიც ჩემი და ჩემი თანამებრძოლების გზა ყოველთვის მიმართული იყო იმისკენ, რომ სახელმიფო დაცული ყოფილიყო საბოტაჟისგან. დღევანდელი ხელისუფლება, რომელიც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, მისი ევროპული მომავლის პირდაპირ საბოტაჟს ახორციელებს, ეს ხელისუფლება გვიყენებს ბრალს საბოტაჟის ბრალდებით.
რა თქმა უნდა ეს არის, პროკურატურის მიერ პოლიტიკური დავალების შესრულება, მიზანი კი პოლიტიკოსების, პოლიტიკის განადგურებაა, მაგრამ ვფიქრობ ამით, "ქართული ოცნება" თვითონ აჩქარებს თავისი პოლიტიკური სამარის გათხრას,"- ამბობს ბადრი ჯაფარიძე.
ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პროკურატურაში იმყოფება, სადაც მას ბრალი უნდა წარუდგინონ.
ცნობისთვის - მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


