კომენტარი
,,ქართული ოცნება“ სპობს სიტყვის თავისუფლებას და კრიტიკულ აზრს - ხატია დეკანოიძე
"ომეგა ჯგუფზე" ზეწოლისა და ტელეკომპანია "იბერიას" მაუწყებლობისთვის პრობლემის შექმნის შესახებ არხის ჟურნალისტების მიერ გაკეთებული განცხადებას, მედიასვრცეში განვითარებულ მოვლენებს ოპოზიციაში ეხმიანებიან.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ხელისუფლება ცდილობს ქვეყანაში კრიტიკული მედია გააქროს.
,,ქართული ოცნება“ სპობს სიტყვის თავისუფლებას და კრიტიკულ აზრს. ეს კრიტიკული აზრი ისმის, რამდენიმე თითზე ჩამოსათვლელ ტელევიზიასა და სხვა მედიასაშუალებაში, ჯერჯერობით და ალბათ, ამასაც მალე გააქრობენ.
საჯაროდ, ძალიან ღიად უნდა დავაფიქსიროთ და ვთქვათ ეს, რათა არ მივცეთ ხელისუფლებას საშუალება მიიტაცოს თავისუფალი სიტყვა“, - განაცხადა ენმ-ს წევრმა, ხატია დეკანოიძემ.
"ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი ტუღუშის განცხადებით, არის ძალიან ბევრი კითხვა, რომლებსაც ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში იქმნება შთაბეჭდილება, რომ სწორედ ხელისუფლების ინტერესშია დამოუკიდებელი მედიასაშუალებისთვის ფინანსური პრობლების შექმნა და დახურვა.
,,ცხადია, რომ მთელი რიგი ტელეკომპანიები პირდაპირ არიან დამოკიდებულნი სხვადასხვა ბიზნესზე, რისი საშუალებითაც ხდება მათი დაფინანსება. ნებისმიერ შემთხვევაში ხელისუფლებამ ყველა შეკითხვას უნდა გასცეს პასუხი, მიუხედავად იმისა, თუ რომელ კომპანიას უკავშირდებოდა ეს.
მათ უნდა გასცენ ყველა იმ ბრალდებას პასუხი, რომელსაც ამჯერად ტელეკომპანია ,,იბერია“ აკეთებს“, - აცხადებს გიორგი ტუღუში.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


