კომენტარი
“ქართული ოცნება” და ხელისუფლება არასამთავრობო სექტორზე თავდასხმას ცდილობს - მიხეილ ბენიძე
“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე ხელისუფლების მხრიდან მესამე სექტორზე განხორციელებულ მიზანმიმართულ შეტევაზე საუბრობს.
მისი თქმით, “ქართული ოცნებისა” მხრიდან არასამთავრობო სექტორზე თავდასხმის მცდელობა არჩევნების სადამკვირვებლო მისიის დისკრედიტაციასა და საზოგადოების თვალში მათი რეპუტაციის შელახვის მცდელობაა.
“ეჭვს აღარ მიტოვებს ის, რომ პრემიერის განცხადება იმ ერთიანი “მესიჯბოქსის” ნაწილია, რომლითაც “ქართული ოცნება” და ხელისუფლება არასამთავრობო სექტორზე თავდასხმას ცდილობს. ამას არჩევნებთან პირდაპირი კავშირი აქვს და მათი მცდელობაა არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაცია მოახდინონ და რაღაცნაირად, ჩვენი რეპუტაცია შელახონ საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, ეს ძალიან დამაზიანებელია ქვეყნისთვის და ქვეყნის დემოკრატიისთვის. უკვე ნახეთ, რომ ასეთ განცხადებებს საერთაშორისო გამოხმაურებები აქვს. პირველ რიგში, პრემიერმა და ნებისმიერმა სხვა მაღალი თანამდებობის პირმა უმჯობესია, ასეთი განცხადებებისგან თავი შეიკავოს და კონსტრუქციულ რეჟიმში გადავიდნენ. კრიტიკა ყველაფრის მისაღებია, მაგრამ ჩვენ უკვე ვხედავთ ასეთ კოორდინირებულ, მიზანმიმართულ შეტევას, რომელიც სცდება ნებისმიერ საქმიანი კრიტიკისა და საქმიანი კოორდინაციის ფარგლებს.
ჩვენ მაგალითად, არ გვქონია იმის შესაძლებლობა, რომ პრემიერს პირადად შევხვედროდით და მის რეფორმებზე მისი ხედვები მოგვესმინა ან ჩვენი პოზიციები გაგვეზიარებინა, ამიტომ როდესაც საუბრობს, რომ თურმე არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობს, კარგი იქნება, თუ მართლაც აქტიური კომუნიკაცია გვექნება და გავიგებთ, რას აპირებს პრემიერი და ამ თანამშრომლობას რეალურად, საქმით დაადასტურებს”,- აღნიშნა მიხეილ ბენიძემ.
პრემიერმა მამუკა ბახტაძემ მესამე სექტორი „პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებების“ გაკეთებაში დაადანაშაულა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


