უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

16 ოქტომბერი, 2018 11:00
font-size

„ქართული ოცნება“ არის მძევალი და ბიძინა ივანიშვილიც უკვე აღარ არის ლიდერი - გია ხიხაშვილი

მაქვს სერიოზული ეჭვი, რომ ეს იყო მირზა სუბელიანის ერთგვარი ვენდეტა ხელისუფლებაზე, - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ იმ ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას, რომელშიც სავარაუდოდ პატიმრობაში მყოფი მირზა სუბელიანი და უმრავლესობის დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ფიგურირებენ.

ხუხაშვილის თქმით, მმართველმა პარტიამ სისტემასთან ბრძოლა წააგო.

„ფაქტობრივად ახლა მიმდინარეობს ოპერაცია „ბუმერანგი“. ყველაფერი ის, რაშიც ბრალდებული იყო „ნაციონალური მოძრაობა“ ყველას მიერ, მათი მმართველობის პერიოდში, ბუმერანგივით უტრიალებენ ახლა ყველაფერს და სამწუხაროდ ამის გარკვეული საფუძველიც იქმნება. ფაქტობრივად „ქართულმა ოცნებამ“ წააგო ბრძოლა სისტემასთან. ანუ სისტემამ გაიმარჯვა უკვე, „ქართული ოცნება“ არის მძევალი, სისტემა უკვე მუშაობს თავის თავზე და ბიძინა ივანიშვილიც უკვე აღარ არის ლიდერი. ბიძინა ივანიშვილი ამ სისტემის ერთ-ერთი ჭანჭიკი, ერთ-ერთი რიგითი თანამონაწილეა. „ქართული ოცნება“ რეაგირებს კონკრეტულ საქმეზე. ვერ ხვდებიან მარტივ რაღაცას, რომ პრობლემა სისტემურ ხასიათს ატარებს და ამას სისტემური პასუხი სჭირდება და არა რეაგირების რეჟიმში, მორიგი სისულელეების შეთხზვა“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების მხრიდან იქნება „გაპრავების“ მცდელობები იმ ჩანაწერებისა, რომელიც საზოგადოებამ უკვე მოისმინა.

„ვიქტორ ჯაფარიძე დეპუტატია და კარგი, იტყვიან დეპუტატს შესვლა შეუძლია, მაგრამ ის მეორე კაცი ვინ იყო?! ასე ხდება ციხეში, რომ ვიღაც გაუგებარი ტიპები, მიდიან პატიმართან და ორსაათიან მასლაათს მართავენ?! ეს შეხვედრა იყო თუ არა ციხის რეჟიმის დარღვევა?! ამაზე პასუხი ააქვთ?! რაც შეეხება ჩანაწერს, მაქვს სერიოზული ეჭვი, რომ ეს იყო მირზა სუბელიანის ერთგვარი ვენდეტა ხელისუფლებაზე. მან იფიქრა, რომ ის გადააგდეს. მას შეჰპირდნენ რაღაცას და გადააგდეს. ვფიქრობ ხელისუფლებაში გაჩნდა უკვე ეჭვის ჭია, ამ ხელისუფლების საქმე არის ცუდად და ვიღაცები ფიქრობენ გახდნენ ბედუკაძეები უკვე დღეს. სუბელიანი ამის არც პირველი და არც ბოლო პრეცედენტი არ იქნება. ჩვენ ბედუკაძე გავხადეთ გმირი მაშინ და ბევრი მოინდომებს ბედუკაძეობას“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი