კომენტარი
ქართული ინტერესის დაცვა ნიშნავს სწორედ იმას, რომ სამართლიან ბრძოლაში მხარი დავუჭიროთ ჩვენს ებრაელ ძმებს - ირმა ინაშვილი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტების“ წევრი, ირმა ინაშვილი იზიარებს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად უნდა აღიაროს.
,,კარგი იქნება, თუ ვიაზროვნებთ სახელმწიფოებრივად, უფრო ღრმად გავეცნობით ისრაელის ისტორიას და კი არ დავუპირისპირდებით, არამედ მხარს დავუჭერთ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების პროცესს, რაც ებრაელი ხალხისთვის რეალურად ისტორიული სამართლიანობის აღდგენას ნიშნავს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიიღო გაბედული გადაწყვეტილება. ცუდი იქნება, თუ საქართველოს ხელისუფლება ამ კუთხით დარჩება ობამას ადმინისტრაციის იდეოლოგიის ზეგავლენის ინერციის ქვეშ. ისრაელი ნამდვილადაა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი,- ყველა მიმართულებით. ქართული ინტერესის დაცვა ნიშნავს სწორედ იმას, რომ სამართლიან ბრძოლაში მხარი დავუჭიროთ ჩვენს ებრაელ ძმებს. პალესტინის და გაეროს თემა გაიხსენეთ, როცა ჩვენმა ხელისუფლებამ სრულიად უპასუხისმგებლო ნაბიჯი გადადგა და მხარი დაუჭირა გაეროში პალესტინისთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებას. დაავიწყდა რა, რომ ჩვენ თავად გვაქვს დარღვეული ტერიტორიული მთლიანობა. გონივრული პოლიტიკის წარმოებაა საჭირო და გარჩევა იმისა, ვინაა ჩვენი ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორი და ვინ- ფსევდოპარტნიორი. რა იქნება სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის და რა - არა“, - წერს ირმა ინაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.
მისივე თქმით, ახლა საქართველომ უნდა იმოქმედოს სწორად და ისევე გაბედულად, როგორც იმოქმედა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.
,,მეგობრებო, არაფერ შუაში არ არის ისლამური სამყაროს გადაკიდება. თანამედროვე მსოფლიოში ბევრი რამ იცვლება. თვით ისლამურ სამყაროშიც მიდის ეს რყევები. ახლა საქართველომ უნდა იმოქმედოს სწორად და ისევე გაბედულად, როგორც იმოქმედა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. ახლა საქართველოს პოზიცია უნდა იყოს მკაფიო. თორემ მალე მოვა დრო, როცა ისრაელს ბევრი დაუჭერს მხარს მხარს და მერე საქართველოს მხარდაჭერა ბანალური მხარდაჭერა იქნება. ისრაელის პოზიცია სამართლიანია. ტრამპმა ამ სამართალიანობის აღდგენას დაუჭრა მხარი და ახლა, მაპატიეთ, მაგრამ ტრამპის მრჩევლებზე უფრო დიდი პოლიტოლოგები თუ ვართ, პირდაპირ ვუთხრათ ეს ერთმანეთს და გასაგები იქნება, რომ ბუმბერაზები ვართ“, - წერს ინაშვილი.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


