კომენტარი
„ქართულ ოცნებას“ უკვე აქვს ყველა შესაძლებლობა, რომ ყველა დაპირება, მათ შორის, ეკონომიკური შეასრულოს - გიორგი აბაშიშვილი
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, „წინა მოწვევის პარლამენტთანაც მოხდა გარკვეულ საკითხებზე თანამშრომლობა, მაგრამ სურვილი არის უფრო მეტის“.
ამის შესახებ აბაშიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის დროს გაკეთებული აქცენტების კომენტირებისას განაცხადა.
„სწორედ ამიტომ, დღეს იყო პრეზიდენტის თვისობრივად განსხვავებული მიმართვა პარლამენტისადმი. პრეზიდენტი მზად არის კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის საქართველოს პარლამენტთან. თუმცა ამავდროულად, პრეზიდენტმა გაუსვა ხაზი იმას, რომ ის არასოდეს შეეგუება ინსტიტუტების დისკრედიტაციას და არასოდეს შეეგუება მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დარღვევას“,-აღნიშნა აბაშიშვილმა.
მისი თქმით, მეცხრე მოწვევის პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ აქვს ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ შეასრულოს ყველა დაპირება, რომელიც მან წინასაარჩევნოდ გასცა.
„ვინაიდან არ არსებობს აღარანაირი ხელის შემშლელი ფაქტორები. საკონსტიტუციო უმრავლესობა არის ძლიერი ბერკეტი ამისათვის. „ქართულ ოცნებასთან“ საქართველოს მთავრობას აქვს შესანიშნავი თანამშრომლობა, ეროვნულ ბანკსაც მათ შორის. ასე რომ, ის ეკონომიკური პრობლემები და ეკონომიკური ტიპის დაპირებები, რომელიც „ქართული ოცნების“ მხრიდან გაიცა, ახლა შესაძლებელია რომ სრულად იქნას შესრულებული. ცხადია, საქართველოს პრეზიდენტი ყველა რეფორმას მხარს დაუჭრეს, იმ ჩარჩოში, რასაც ქვია ინსტიტუტების პატივისცემა“,-აღნიშნა აბაშიშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


