კომენტარი
,,ქართულ ოცნებას“ ისეთი კანდიდატი ეყოლება, რომელსაც პირველივე ტურში შეეძლება გოლის გატანა - ლევან კობიაშვილი
"ქართულ ოცნებას" ალბათ ეყოლება პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი, რომელიც პირველივე ტურში შეძლებს გოლის გატანას, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან კობიაშვილმა.
აღნიშნულით დეპუტატი მედიაში არაოფიციალურად გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატი სახელდება, მათ შორის: დავით სერგეენკო, მიხეილ ჯანელიძე და ირაკლი ღარიბაშვილი.
მისი თქმით, ჯერჯერობით მმართველ გუნდში საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა.
"ჯერჯერობით ამაზე ადრეა საუბარი. გარკვეული პერიოდია დარჩენილი და გამიჭირდება რაიმე ვთქვა. გოლის გატანა ადვილი არ არის, მაგრამ ალბათ იქნება ისეთი კანდიდატი, რომელსაც პირველივე ტურში შეეძლება გოლის გატანა. ძალიან წინააღმდეგი ვარ და არ მიყვარს მეორე ტური. მიყვარდა 90 წუთში საკითხის გადაწყვეტა", - განაცხადა კობიაშვილმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


