კომენტარი
ქართულ გამოძიებაში მოხდა უპრეცედენტო რამ, წუთების და წამების სიზუსტით იქნა გაშიფრული კომუნიკაცია კონკრეტულ ჯგუფსა და ბატონ ახალაიას შორის - ირაკლი კირცხალია
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ გამოძიებაში მოხდა უპრეცედენტო რამ, წუთების და წამების სიზუსტით იქნა გაშიფრული სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციების გამოყენებითა და საშუალებით კომუნიკაცია იმ კონკრეტულ ჯგუფსა და ბატონ ახალაიას შორის, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ.
„წამების და წუთების სიზუსტით, ეს მართლაც უპრეცედენტოა ქართულ საგამოძიებო სივრცეში და ასევე ურთულესი ოპერაცია და გამოძიება მსოფლიო მასშტაბით,რადგან ყველამ ძალიან კარგად იცის, განსაკუთრებით იმ ხალხმა ვინც ოდნავ მაინც ერკვევა, თუ რაოდენ რთულია, როდესაც ინტერნეტ აპლიკაციას და დახურულ ქსელეს ეხება გამოძიება, ამ თემის ასე გაშიფვრა.
საზოგადოებამ კარგად მოვისმინეთ სუს-ის ბრიფინგი, თუ როგორ ემთხვევა დროში, პირდაპირ ეთერში უყურებდა საზოგადოება 4 ოქტომბერს იმ „რევოლუციის“, „ქვეყნის დამხობის დაანონსებულ “ სცენარს. როგორ წუთებით და წამებით იმ ჯგუფის წევრებთან, რომლებიც დღეს არიან დაკავებულნი ამ ბრალდებით, თუ როგორი კომუნიკაცია იყო ამ ყველაფრის მთავარ ორგანიზატორთან. ეს გამოძიებამ ძალიან ნათლად ასახა. მინდა მადლობა გადავუხადო საგამოძიებო სტრუქტურას, ყველას, ვინც იყო ჩართული ამ უმნიშვნელოვანეს გამოძიებაში, რადგან კიდევ ერთხელ, მართლაც, უპრეცედენტო და ურთულესი გამოძიება ჩატარდა მსოფლიოს მასშტაბით, როდესაც საქმე ეხება ასეთი დონის, ტექნიკურად ასეთი რთული გამოძიების ჩატარებას.
ძალიან მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ დადასტურდა, თუ რატომ ხდებოდა კონსპირაციულ შეკრებები ბატონი ახალაიას სახლში. რატომ იყო მისის მეუღლე ორი თვით ადრე დაკავებული „რევოლუციური სცენარის“ კამპანიით და ყველას კარგად გვახსოვს პირველ გამოკითხვაზე რომ იყვნენ დაბარებულები, რა კომენტარები გააკეთეს სუს-ის შენობიდან გამოსვლის შემდეგ, რომ თურმე 4 ოქტომბერს იქ ძალადობა არ უნახავთ. ასეთ უტიფრობას როდესაც შენ რამდენიმე დღეში პირდაპირ ეთერში საგამოძიებო უწყებიდან გამოსული აკეთებ, ეს მეტყველებს მათ მორალურ სახეზე. ასე რომ კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა საგამოძიებო სტრუქტურებს, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურს. ძალიან მნიშვნელოვანი გამოძიება დაიდო ამ თემასთან დაკავშირებით. დარწმუნებული იყოს თითოეული მათგანი, ვისაც ამ დესტრუქციაში ოდნავი წვლილი მაინც აქვს შეტანილი ბატონი ახალაიას თამადობით, ყველა აგებს კანონის წინაშე სრული სიმკაცრით პასუხს“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია დააკავა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


