მსოფლიო
ქარიშხალი „მარია“ მეხუთე კატეგორიამდე გაძლიერდა, მან კუნძული დომინიკა თითქმის მთლიანად გაანადგურა
ქარიშხალი „მარია“ მეხუთე კატეგორიამდე გაძლიერდა და კარიბის ზღვის კუნძულ დომინიკას დაატყდა თავს.
BBC-ს ინფორმაციით, ქარის სიჩქარე საათში 260 კილომეტრს აღწევს.
კუნძულ დომინიკას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქარიშხალმა თითქმის მთლიანად გაანადგურა კუნძული.
„ყველაფერი დავკარგეთ. ახლა მთავარი პრიორიტეტი - იმ ადამიანების გადარჩენაა, ვისაც სახლებიდან დამოუკიდებლად გამოსვლა არ შეუძლიათ და მათთვის სამედიცინო დამმარების აღმოჩენაა საჭირო. დახმარება დაგვჭირდება, მეგობრებო. ნებისმიერი დახმარება დაგვჭირდება“,-განაცხადა კუნძულის პრემიერ-მინისტრმა რუზველტ სკერიტმა.
ამჟამად ქარიშხალი პუერტო-რიკოსკენ მიემართება.
პუერტო-რიკოს გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სპეციალისტების ვარაუდით, სტიქია კუნძულს 20 სექტემბერს დაატყდება თავს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


