მსოფლიო
ქარიშხალ „ჰარვისგან“ გამოწვეული წყალდიდობის გამო ქალაქ ჰიუსტონში კომენდანტის საათი გამოცხადდა
აშშ-ის ქალაქ ჰიუსტონში ძლიერი წყალდიდობის გამო კომენდანტის საათი შემოიღეს. ქალაქის მერის, სილვესტერ ტერნერის განმარტებით, მსგავსი ზომები გამოიყენეს მაროდიორობასთან საბრძოლველად. კერძოდ, ვრცელდება ინფორმაცია შეიარაღებულ ძარცვის შემთხვევებზე, ასევე იმ ადამიანებზე, ვინც თავს პოლიციელებად ასაღებენ.
კომენდანტის საათი ღამის 12-დან დილის 5 საათამდე მოქმედებს. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხნით გასტანს ეს მდგომარეობა. ახლად შემოღებულ წესს არ ექვემდებარებიან მოხალისეები და საგანგებო სამსახურების თანამშრომლები, ასევე ის ადამიანები, ვინც ამ დროს მიდის სამსახურში ან ბრუნდება სახლში.
შეგახსენებთ, პარასკევს აშშ-ს ქარიშხალი ჰარვი მიადგა, რომელმაც ძლიერი ნალექი გამოიწვია, რასაც წყალდიდობა მოჰყვა. ამის გამო ამერიკაში სიდიდით მეოთხე ქალაქი ჰიუსტონის დიდი ნაწილი დაიტბორა. სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა, უამრავი სახლია განადგურებული.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამშაბათს ტეხასში ჩავიდა კატასტროფის შედეგების შესაფასებლად. მან იმედი გამოთქვა, რომ შტატი ყველაფერს მოერევა.
„ეს ეპიკური ქარიშხალია. მაგრამ იცით, ეს ტეხასში მოხდა და ტეხასი ყველაფერს მოერევა“, - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპი ასევე აპირებდა, რომ საგანგებო სიტუაცია გამოცხადებულიყო ტეხასის მეზობელ შტატ ლუიზიანაში.
სინოპტიკოსები დამაიმედებელ პროგნოზებს ჯერჯერობით ვერ აკეთებენ. მათი განცხადებით, წყალდიდობა ყველაზე მეტად გაძლიერდება ოთხშაბათსა და ხუთშაბათს, ხოლო ნალექი მთელი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება.
თავიდან ქარიშხალ „ჰარვის“ სირთულის მეოთხე კატეგორია მიანიჭეს, თუმცა კონტინენტზე შესვლისას მან ძალა დაკარგა და ტროპიკულ შტორმად გადაიქცა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


