კომენტარი
ქალბატონმა ეკამ დააანონსა ყველაფრისთვის ნათელის მოფენა, ალბათ გუნდიც თავის პოზიციას გამოვა - რომან კაკულია
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ამბობს, რომ ის უმრავლესობის გადაწყვეტილებასთან ერთად იმ ინფორმაციას ელოდება, რომლის გასაჯაროებასაც ეკა ბესელია აანონსებს.
დეპუტატი თვლის, რომ ის, როგორც გუნდში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მისული პირი უფლებამოსილი არ არის პარტიის დამფუძნებელთა დაპირისპირებაში ჩაერიოს. მისი თქმით, უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა სიის შესახებ მან საკუთარი აზრი მკაფიოდ დააფიქსირა.
„მოსამართლეებთან დაკავშირებით მე ჩემი პოზიცია საკმაოდ მკაფიოდ დავაფიქსირე რამდენიმეჯერ და ვთვლი, რომ სანამ ახლა არ მივალთ იმ ეტაპამდე, როდესაც იქნება საერთო გადაწყვეტილება და კენჭისყრის თემა არ დადგება თქვენის ნებართვით, ყოველდღიურად ამის გამეორების პროცესში აღარ ვიქნები.
რაც შეეხება დაპირისპირებას იმ ადამიანებს შორის, რომლებიც დამფუძნებლები არიან „ ქართული ოცნების“ , მე ადამიანი, რომელიც 2016 წელს შემოვუერთდი ამ თემას, მაინც და მაინც დიდი აქტიურობით არ მინდა რომ გამოვირჩეოდე ამ შეფასებებში.
აქაც იმედი მაქვს, რომ ბევრ რამეს მოეფინება ნათელი. ქალბატონმა ეკამ თვითონ ბრძანა, დააანონსა, როგორც ვიცი, ნათელისმოფენა ყველაფრისათვის ორშაბათს. ალბათ გუნდის მხრიდანაც, განსაკუთრებით იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც მათსავით სათავეში ედგნენ „ქართული ოცნების“ შექმნის ინსტიტუტს, ისინიც თავის პოზიციას გამოვლენ და ჩვენ ერთად ჩამოვყალიბდებით,“-აცხადებს კაკულია.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


