კომენტარი
ქალბატონი ნატა ნაზღაიძე ამ სიტუციაში არაფერ შუაშია - ლევან მურუსიძე
იუსტიციის საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის განმარტებით, ის კიდევ ერთხელ ესაუბრა მოსამართლე, ნატა ნაზღაიძეს და ნაზღაიძის ოჯახის წევრს მიერ მერიისგან მილიონობით ლარის მიღების საქმესთან დაკავშირებულ სათანადო დოკუმენტაციასაც დეტალურად გაეცნო.
მურუსიძე აცხადებს, რომ მოსამართლე ნაზღაიძის მიმართ გამოთქმული ბრალდებები უსაფუძვლოა და არსებულ კითხვებზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.
"არ მინდა დეტალებში შესვლა, ეს საერთოდ არ მაინტერესებს, ერთადერთი მე რაც მაინტერესებდა საუბარი იყო იმაზე, რომ ნატა ნაზღაიძეს აბრალებდნენ იმას, რომ ის არის კორუმპირებული და მექრთამე და კონკრეტული საქმის გამო აიღო კონკრეტული გარკვეული თანხა. ეს არის აბსოლუტური ცილისწამება არ შეესაბამება სიმართლეს და რეალურად მიმართულია იქითკენ, რომ მოხდეს მისი დისკრედიტაცია. ეს არის ჩემთვის ცხადი, დანარჩენი ახლა რა გაკეთდა, როგორ გაკეთდა, ეს არის მეორეხარისხოვანი, რომლითაც მე არ ვინტერესდები. საბოლოო ჯამში, მე ერთ წამითაც ეჭვი არ მეპარება, რომ ქალბატონი ნატა ნაზღაიძე ამ სიტუციაში არაფერ შუაშია. მას ამ სიტუაციასთან დაკავშირებით ერთი კაპიკი არ მიუღია. არაფრით არ უკავშირდება ეს რუსთავი 2-ს," - აცხადებს მურუსიძე.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ სამართალდამცავები შეისწავლიან დოკუმენტაციას, რომელიც ამ საქმეზე უკვე არსებობს, ყველასთვის ნათელი გახდება, რომ მოსამართლის დადანაშაულება ქრთამის აღებაში არის აბსურდული ბრალდება.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


