კომენტარი
ქალბატონ კილაძეს ვურჩევდი, რომ არ დააზიანოს ის გუნდი, რომელშიც ის დღეს არის - ეკა ბესელია
პარლამენტის იურდიული კომიტეტის უკვე ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია, თანაგუნდელს, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს სოფო კილაძეს ურჩევს, თავისი განცხადებებით არ დააზიანოს გუნდი.
ბესელიამ „ტვ პირველზე“ გადაცემა „დღის ამბებში“ მწვავე განცხადება გააკეთა როგორ კილაძის, ისე პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მისამართით.
"ბევრი რამ გამოჩნდა და ბევრი რამ გამოჩნდება. მე ქალბატონ კილაძეს ვურჩევდი, რომ არ დააზიანოს ის გუნდი, რომელშიც ის დღეს არის, თავისი ქმედებით და განცხადებით. ის, რომ სალომე სამადაშვილის გულშემატკივარი იყო, ეს მისი არჩევანია და აქაც გასაკვირი ჩემთვის არაფერ არ იყო. ძალიან ცუდ როლშია დღეს და არ ვურჩევ მას, რომ გააგრძელოს ეს რიტორიკა, სხვაგვარად ის უფრო მწარე პასუხს მიიღებს...
პარლამენტის თავმჯდომარე რომ დღეს გუნდურობაზე საუბრობდა, ალბათ უმჯობესი იქნება, მას მიუთითოს პირველ რიგში თორემ მე ვერ მიმითითებს იმიტომ, რომ ის ადამიანები, რომლებიც გამარჯვების შემდეგ შემოუერთდნენ ქართულ ოცნებას, მე გუნდურობას ნუ მასწალის და ვერც მასწავლის," - განაცხადა ეკა ბესელიამ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


