მსოფლიო
ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 80 ადამიანი დაიღუპა
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ძლიერი აფეთქება მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, აფეთქება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მოხდა, საელჩოებთან და საპრეზიდენტო სასახლესთან ახლოს.
„დანაღმული ავტომობილი იყო, რომელიც გერმანიის საელჩოსთან აფეთქდა. თუმცა იქვე სხვა მნიშვნელოვანი დაწესებულებებიც მდებარეობს. რთულია თქმა, თუ რა იყო თავდასხმის სამიზნე“,-განუცხადა Reuters ქაბულის პოლიციის წამრომადგენელმა.
ბოლო ინფორმაციით, დაღუპულია, სულ მცირე, 80 ადამიანი. დაშავებულთა რიცხვი 300-ს გადააჭარბა.
მედიის ინფორმაციით, აფეთქება ისეთი სიძლიერის იყო, რომ რამდენიმე მეტრის რადიუსში მდებარე სახლებიც კი დააზიანა.
ამჟამად ქალაქის ცენტრალური მოედანი, პოლიციის მიერ არის შემოსაზღვრული.
მონიკა დავლიანიძე
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


