მსოფლიო
პუტინს სძულს უკრაინა და ვერ ხედავს მის ადგილს ევროპის პოლიტიკურ რუკაზე - პეტრო პოროშენკო
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ პუტინი ვერ იტანს უკრაინას და რუსეთი უკრაინაზე არ გაჩერდება.
„პუტინს გულწრფელად და ღრმად სძულს უკრაინა. ის უარყოფს უკრაინული ერის არსებობას. ის საჯაროდ აცხადებს, რომ უკრაინელები არიან რუსული იდენტობის ნაწილი. ის ვერ ხედავს ადგილს უკრაინისთვის ევროპის პოლიტიკურ რუკაზე და მას სურს, შეღებოს უკრაინის ადგილი რუსული დროშის ფერებში. მაგრამ ეს შეცდომა იქნება, თუკი ვიფიქრებთ, რომ რუსეთი მხოლოდ უკრაინით დაკმაყოფილდება. განაცხადა პოროშენკომ მიუნხენის თავდაცვის კონფერენციის პანელურ დისკუსიაზე.
მან ასევე მიმართა ევროკავშირსა და ამერიკას, შეინარჩუნონ საქნციები, რომელიც რუსეთს უკრაინაში პრორუსული სეპარატისტების მხარდაჭერისა და ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიისთვის დაეკისრა.
პოროშენკომ ასევე განაცხადა, რომ დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს რიტორიკა „დამშვიდებული რუსეთის“ შესახებ.
„მადლობა ღმერთს, დაწყნარებული რუსეთის შესახებ რიტორიკა რევანშისტული და აგრესიული ქვეყნის მიმართ არაა წამყვანი დასავლეთში. თუმცა გაზრდილია აკვიატებული განცხადებები დამშვიდებული რუსეთის შესახებ. ამ მიმართულებით სიარული იქნება არასწორი და სახიფათო არა მარტო უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისა და მსოფლიოსთვის“, - განაცხადა პოროშენკომ კონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს რუსეთმა უკრაინის კუთვნილი ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაცია მოახდინა. გარდა ამისა, რუსეთი მხარს უჭერს უკრაინის აღმოსავლეთში განლაგებულ პრორუსულად განწყობილ სეპარატისტულ ძალებს. 2014 წლის აპრილიდან უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე ომის შედეგად 9,750-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


