უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

19 ივნისი, 2025 10:35
font-size

პუტინი აცხადებს, რომ მზად არის შეხვდეს ზელენსკის, თუმცა ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს შეხვედრას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, თუმცა მისი ლეგიტიმურობა, პუტინის თქმით, სერიოზულ კითხვებს აჩენს.

„ცნობისთვის, მე ვთქვი, რომ მზად ვარ შევხვდე ყველას, მათ შორის ზელენსკისაც. საქმე არ ამაშია. თუ უკრაინის სახელმწიფო ენდობა ვინმეს მოლაპარაკებების წარმოებაში — ღმერთმა ხელი მოუმართოს, იყოს ეს ზელენსკი. მაგრამ მთავარი კითხვა ისაა, ვინ მოაწერს ხელს დოკუმენტებს,“ — განაცხადა პუტინმა.

პუტინის თქმით, საკითხი მხოლოდ პროპაგანდის დონეზე არ უნდა განიხილებოდეს და მოლაპარაკებების შემთხვევაში აუცილებელია, რომ საბოლოო შეთანხმებებს ხელი ლეგიტიმურმა ხელისუფლებამ მოაწეროს.

„ყველა გენერალი ინიშნება პრეზიდენტის მიერ, ყველა მინისტრი, ყველა გუბერნატორიც. ეს არ არის სურვილზე დამოკიდებული. მაგრამ თუ პირველი პირი არ არის ლეგიტიმური, მაშინ მთლიანად მმართველობის სისტემა კარგავს ლეგიტიმურობას,“ — განაცხადა მან.

„არაფერს ვიგონებ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სერიოზული საკითხების გადაწყვეტისას დოკუმენტს ლეგიტიმური ხელისუფლების ხელმოწერა ამკვიდრებდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვა შემდეგი და ყველაფერს სანაგვეში გადააგდებს. ეს ხომ სერიოზული საქმეებია,“ — აღნიშნა პუტინმა.

საკვანძო სიტყვები:

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“

23 მარტი, 2026 , 10:42

ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. როგორც მედია იუწყება, დედაქალაქის სხვადასხვა ნაწილში ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადე

სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი

12 მარტი, 2026 , 09:17

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ ომის დასრულების ერთადერთი გზა „ირანის ლეგიტიმური უფლებების“ აღიარებაა. „რუსეთისა და პაკისტანის ლიდერებთან საუბრისას მე კიდევ ერთხელ დავადასტურე ირანის ერ

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი

12 მარტი, 2026 , 09:09

საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურის განადგურება ძალიან მოკლე დროში, დაახლოებით ერთ საათში, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტ

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი

10 მარტი, 2026 , 09:12

ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.   მისივე თქმით, გარდა ამი

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა

9 მარტი, 2026 , 09:24

მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა იმ ფონზე, როცა ირანსა და აშშ-ისრაელს შორის ომის ესკალაცია ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვების ხანგრძლივი შეფერხების შიშს იწვევს, - ინფორმაციას BBC-ი&nb

ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს

9 მარტი, 2026 , 09:00

ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, 56 წლის მო

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი