კომენტარი
პუშკინის სკვერსა და თაბორის მთაზე დაწყებული პროექტები ბოლომდე იქნება განხორციელებული - გიორგი ტყემალაძე
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ტყემელაძის განცხადებით, პუშკინის სკვერსა და თაბორის მთაზე დაწყებული პროექტები ბოლომდე იქნება განხორციელებული.
მისივე თქმით, პროექტებში ჩადებული ინვესტიცია ქალაქისთვის უპრეცედენტოდ დიდია.
„აღნიშნული პროექტები უკვე მიმდინარეობს და სამუშაოების დიდი ნაწილი, რიგ შემთხვევებში, თქვენ იცით, რომ განხორციელებულია. და რა თქმა უნდა, ბოლომდე იქნება განხორციელებული. ეს არის უპრეცენდენტოდ დიდი ინვესტიცია ჩვენი ქალაქისთვის“,-აღნიშნა ტყემალაძემ.
დღეს, თბილისის საკრებულოში 16:00-ზე სხდომაა ჩანიშნული, რომელზეც პუშკინის სკვერისა და თაბორის მთის ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებს საბოლოოდ დაამტკიცებენ.
ამასთან დაკავშირებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გუშინ საპროტესტო აქცია დაანონსა. გამართულ ბრიფინგზე პარტიის თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა თბილისელებს საკრებულოსთან მისვლისკენ მოუწოდა.
აქცია 14:00-ზეა ჩანიშნული.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


