კომენტარი
პროკურატურას უნდოდა ყველაფერი გამყარებულიყო მამა გიორგი ჩვენებით - მიხეილ რამიშვილი
ე.წ. მატროსოვის ციხეში, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მისი ადვოკატები გიორგი ფანცულაია და მიხეილ რამიშვილი შევიდნენ.
შესვლამდე ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატებმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს და 5 მაისის სასამართლო სხდომა შეაფასეს.
,,მამა გიორგი მამალაძის მიმართ გამოძიების მხრიდან ისეთი კითხვები იყო დასმული, რომელიც შემხებლობაში არ იყო საქმესთან,’’- განაცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, გამოძიების მხრიდან დეკანოზის მიმართ იყო შეთავაზება, რომ თუ ითანამშრომლებს გამოძიებასთან და გარკვეულ პირებს დაასახელებს, მისთვის შეიძლება დიდი შეღავათი გაკეთებულიყო.
”არაერთხელ უთქვამს პროკურორს, რომ რატომღაც მამა გიორგის ჩვენება ეწინააღმდეგება იმ მტკიცებულებებს, რაც მათ საქმეში აქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ უნდოდათ ყველაფერი გამყარებულიყო მამა გიორგის ჩვენებით”, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
მისივე თქმით, როცა ე.წ. თანამშრომლობა ვერ შედგა, მამა გიორგის ბრალდება დაუმძიმდა.
”ფაქტი ის არის, რომ ე.წ. თანამშრომლობა ვერ შედგა და 109-ე მუხლი წაუყენეს, უფრო დამამაძიმებელი გარემოება - ამ შემთხვევაში ე.წ. ანგარება და სასჯელიც უფრო დიდია, ვიდრე 108-ე მუხლი”, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
როგორც ადვოკატი ამბობს, თანამშრომლობის შემთხვევაში დარჩებოდა 108-ე მუხლი.
”ისევ დარჩებოდა 108-ე მუხლი და შეიძლება რაღაც სხვა ფორმით, თანამშრომლობით შემდგარიყო საპროცესო შეთანხმება”, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების განცხადებით, დაცვა მაქსიმალურად ეცდება 19 მაისს დაგეგმილი სასამართლო პროცესი არ დაიხურის.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


