კომენტარი
პროკურატურას სრული უფლება აქვს მამა გიორგი მამალაძის მიმართ საერთოდ საქმეც კი რომ შეწყვიტოს - გიორგი ფანცულაია
ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა 30 ათას ლარიან კრედიტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას ჩვენების მიცემის დროს.
,,მთელი საქართველო კრედიტზე ცხოვრობს. მამა გიორგიმ გამოიტანა, შეიძინა 4 500 ევრო, 2 ათასი დოლარი და დანარჩენი თანხა, ლარებში რაც იყო, აქვს მას თავის ანგარიშზე. რაც შეეხება იმას, თუ ამ თანხიდან სად რამდენი დაიხარჯა, ვის რამდენი მისცა, ყველაფერი დეტალურად უთხრა მამა გიორგიმ ჩვენების დროს’’, - განაცხადა რამიშვილმა.
თავის მხრივ, დეკანოზის კიდევ ერთი ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას თქმით, დასმულ შეკითხვებზე გაცემული პასუხებიდან გამომდინარე, შეუძლია საერთოდ შეწყვიტოს აღნიშნული საქმე.
,,პროკურატურის ამოცანა არ უნდა იყოს, ვინმეს აპრიორი ციხეში წასვლა. პროკურატურის ამოცანა არის, რომ საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება და გამოძიებული იქნეს საქმე.
წმინდა სამართლებრივად თუ ვიმსჯელებთ, მე მიმაჩნია, რომ ამ ჩვენების შედეგად პროკურატურას სრული უფლება აქვს, მამა გიორგი მამალაძის მიმართ საერთოდ საქმეც კი რომ შეწყვიტოს’’, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


