კომენტარი
პროკურატურამ აბუჩად აიგდო ქვეყნის ხელისუფლება - დავით ბაქრაძე
ევროპული საქართველოს წევრი, დავით ბაქრაძესაქართველოს პროკურატურის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას, ეხმაურება, სადაც საგამოძიებო უწყება ამბობს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეში სასულიერო პირზე თავდასხმაზე არ არის საუბარი.
როგორც დავით ბაქრაძე დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თავდაპირველი ინფორმაციის გავრცელების ორი ახსნა არსებობს: პირველი - პროკურატურამ პრემიერი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები აბუჩად აიგდო და მეორე -ხელისუფლებას სურდა პატრიარქის სახელის გამოყენებით შეექმნათ ტალღა , რომელიც ქვეყანაში სხვა თემებს გადაფარავდა.
„ხუთ დღიანი მოლოდინი დაზაფრვა ჩვენი მოსახლეობის, დაზაფრვა დასრულება იმით, რომ თურმე არც არაფერი არ იგეგმებოდა ცილდება ელემენტარულად საღი აზრის ფარგლებს. არავის არ გვაქვს იმის პრეტენზია ჩავთვალოთ რომ დღეს რაიმე სახის ნდობა გააჩნია ივანიშვილის პროკურატურას, მაგრამ ის რაც დღეს მოვისმინეთ სცილდება ამ ფარგლებსაც კი. მიჭირს რაიმე საღი აზრის მქონე გამართლების მოსმენა, მაგრამ არსებობს ორი შესაძლო ვერსია.
პროკურატურამ აბუჩად აიგდო ქვეყნის ხელისუფლება, დაწყებული პრემიერ-მინისტრით და საკანონმდებლო ხელისუფლებით და უბრალოდ არც კი მიაწოდა მათ ინფორმაცია რა გამოძიება იყო და რაზე უნდა ესაუბრათ ქვეყნის უმაღლეს თანამდებობის პირებს და თავისთავად ეს უაღრესად საგანგაშოა თუ პროკურატურა თავს უფლებას აძლევს რომ ამ დონეზე აბუჩად აიგდოს პრემიერი და მთავრობა და ვერსია მეორე: ამ თემით და პატრიარქის სახელის გამოყენებით მათ სურდათ შეექმნათ ტალღა , რომელიც გადაფარავდა ქვეყანაში სხვა თემებს. და გახსნიდა იმ კონფრონტაციულ დისკუსია, რომელსაც ყველა ჩვენგანი ვისმენთ ბოლო დღეებში საპატრიარქოს გარშემო.
ასეთი დისკუსია აზიანებს საპატრიარქოს და ეკლესიის ავტორიტეტს და საბოლოო ჯამში შეიძლება ემსახურებოდეს ხელისუფლების გავლენის გაძლიერებას ეკლესიაზე,“-განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


