მსოფლიო
პროკურატურა სააკაშვილის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს
უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს განცხადებით, პროკურატურა გაასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოში კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლეს.
მისი თქმით, ის არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ექს-გუბერნატორის წინააღმდეგ მტკიცებულებები აქვს.
ლუცენკომ აღნიშნა, რომ სააკაშვილის საქმის გამო მასზე ზეწოლა გაძლიერდა.
მომდევნო სასამართლო სხდომა 14 დეკემბერს გაიმართება.
პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა სააკაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით 2-თვიანი შინაპატიმრობის შეფარდების შესახებ.
მიხეილ სააკაშვილი კიევში 8 დეკემბერს დააკავეს უკრაინის ნაციონალური პოლიციის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბინაში.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ისრაელმა ირანში ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიში დაიწყო - „ბიბისი“
23 მარტი, 2026 , 10:42
სიონისტური რეჟიმისა და აშშ-ის გაჩაღებული ომის დასრულების ერთადერთი გზაა ირანის კანონიერი უფლებების აღიარება, რეპარაციების გადახდა და მომავალი აგრესიის წინააღმდეგ საერთაშორისო გარანტიები - მასუდ ფეზეშქიანი
12 მარტი, 2026 , 09:17
საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ს დამატებით შეუძლია, ირანის ინფრასტრუქტურა ერთ საათში გაანადგუროს - დონალდ ტრამპი
12 მარტი, 2026 , 09:09
ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას თუ შეეცდება, აშშ მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე - დონალდ ტრამპი
10 მარტი, 2026 , 09:12
მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს გადააჭარბა
9 მარტი, 2026 , 09:24
ირანის უზენაეს ლიდერად აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა აირჩიეს
9 მარტი, 2026 , 09:00


