უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

9 თებერვალი, 2017 12:25
font-size

პრეზიდეტის შენიშვნები მიზნად ისახავდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და დაცულობის ხარისხის ზრდას-გიორგი აბაშიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსისთვის, გიორგი აბაშიშვილისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ მოხდ, საქართველოს პარლამენტის მიერ გიორგი მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნების გაზიარება.

როგორც აბაშიშვილმა საკითხის კომენტირებისას განაცხადა, პრეზიდენტის შენიშვნები მიზნად ისახავდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და დაცულობის ხარისხის გაზრდას.

„გაუგებარია, თუ რატომ არ მოხდა საქართველოს პარლამენტის მხრიდან საქართველოს პრეზიდეტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარება, რომელიც მიზნად ისახავდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და დაცულობის ხარისხის ზრდას და რომელიც ძირითადში, ემყარებოდა ვენეციის კომისიის ძალიან პრინციპულ მოსაზრებებს სწორედ სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით“,-აღნიშნა აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის შეფასებით კი, პარლამენტის უარი, პირველ რიგში, ვენეციის კომისიის პრინციპული პოზიციისადმი უარია.

„ეს უარი, პირველ რიგში, არის უარი ვენეციის კომისიის პრინციპული პოზიციების მიმართ, ამავე დროს, ეს არის გაშვებული შესაძლებლობა, რომ მეტი თავისუფლება მივანიჭოთ სასამართლოს, მეტი დეცენტრალიზაცია და მეტი ავტონომია მივცეთ მოსამართლეებს და უფრო დაცულები გავხადოთ ისინი“,-განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტმა "საერთო სასამართლოების" შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა, კენჭი იმ ვარიანტს ეყარა, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო. დეპუტატებმა მას 97 ხმით დაუჭირეს მხარი.

როგორც კენჭისყრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიას განუცხადა, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობის ხარისხს არ შეამცირებს.

მონიკა დავლიანიძე

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი

17 მარტი, 2026 , 17:31

ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „არ ვიცი, რა

მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 15:27

სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.   პრემიერ-მინისტრი კავ

უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი

17 მარტი, 2026 , 12:56

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც პატრიარქის ჯანმრ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი

17 მარტი, 2026 , 11:24

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - ამის შესახებ მედიას კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო ასპანიძემ განუცხადა.  „პაციენტი გადმოყვანილი იქნა მასიური სისხლ

ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე

17 მარტი, 2026 , 10:50

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, ვითარება კვლავ ძალიან რთული და საყურადღებოა. მინისტრის თქმით, ამ მომენტში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლოდ მნ

თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე

9 მარტი, 2026 , 15:42

ჩვენი ექსპორტი ირანში არის ნახევარ პროცენტზე ნაკლები საერთო ვაჭრობაში და იმპორტი ირანიდან არის 1.4%. ასეთ დროს, როცა საუბრობენ, რომ საქართველო გამოიყენება ირანული სანქციების გვერდის ავლისთვის, ეს არის, ერთი, რომ ტყუილი დ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი