კომენტარი
პრეზიდენტს შეუძლია პოზიტიური წვლილი შეიტანოს ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზებაში - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტს შეუძლია პოზიტიური წვლილი შეიტანოს ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზებაში.
ამის შესახებ კობახიძემ პრეზიდენტსა და უმრავლესობას შორის კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან დაკავშირებით ჩანიშული შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.
„დისკუსია კონსტიტუციასთან დაკავშირებით არის დასრულებული. რაც შეეხება მოლაპარაკებას, რომელიც გაიმართება დღეს უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის, ის შეეხება იმ ორ საკითხს, რომელიც არის მოაზრებული ჩვენი და ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობის შეთანხმებით. აქ საუბარია ბონუსის გაუქმებასა და ბლოკების ერთჯერადად დატოვებაზე. თუ გაიზიარებს ამ ყველაფერს პრეზიდენტი და თუ ხელს შეგვიწყობს ჩვენ ვენეციის კომისიასთან მიღწეული შეთანხმების რეალიზებაში, ამ შემთხვევაში, მას შეუძლია, პოზიტიური წვლილი შეიტანოს ამ პროცესში. თუ ამას არ გაიზიარებს, ამ შემთხვევაში ბუნებრივია, ჩვენ ჩვენი პროცედურებით, ჩვენი ინიციატივით მაინც დავამტკიცებთ იმ ცვლილებებს, რომელიც შეთანხმებულია ვენეციის კომისიასთან“,-განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პრეზიდენტისა და უმრავლესობის შეხვედრა დღეს, 16:00-ზე პრეზიდენტის ადმინისტრაციში უნდა გაიმართოს.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


