კომენტარი
პრეზიდენტმა თვითნებურად გადაწყვიტა, რომ დაუხუროს კარი ჩვენს თანამემამულეებს უცხოეთში - სალომე ზურაბიშვილი
მინდა აღვნიშნო, რომ დღეს, როდესაც პრეზიდენტის ვეტო იქნება დაძლეული, მივიღებთ კონსტიტუციას, რომლის 32-ე მუხლის, მეორე ნაწილში ეწერება, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები, წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები, რომელიც განისაზღვრება ორგანული კანონით, - განაცხადა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, სალომე ზურაბიშვილმა.
,,ეს მუხლი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მივდივართ ლიბერალური დამოკიდებულებისკენ, სადაც აღარ იქნება ის აკრძალვა, რომელიც ჩვენი უცხოეთში მყოფი მოქლაქეებისთვის ნიშნავდა იმას, რომ თუ ისინი მიიღებდნენ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას ისინი კარგავდნენ საქართველოს მოქალაქეობას. ეს არის ძალიან დადებითი პროგრესი ამ კონსტიტუციის. ამ დროს, როდესაც ჩვენ ვიღებთ კონსტიტუციას, 1 სექტემბრიდან პრეზიდენტი, ცვლის პოლიტიკას, ამკაცრებს, თავისი ადმინისტარციის განცხადებით, უარს ამბობს მოქალაქეობის მინიჭებაზე იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც კომისიისგან რეკომენდაცია არის დადებითი, იმ შემთხვევაშიც, როდესაც ადამიანები არიან ყოფილი საქართველოს მოქალაქეები, დაბადებულნი საქართველოში, ეს არის აღმაშფოთებელი. ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტი უარყოფს კონსტიტუციას არ არის მისი გარანტორი, ეს ნიშნავს, რომ მას არ აღელვებს ჩვენი საზღვრებს გარეთ მყოფი თანამემამულეების ბედი.
ამ შემეთხვევაში არ არის მოტივირება, არც კონსულტაცია, არც დიალოგი, სიტყვები რომელიც ძალიან მოსწონს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, პრეზიდენტმა თვითნებურად გადაწყვიტა, რომ დაუხუროს კარი ჩვენს თანამემამულეებს უცხოეთში, იმ დროს როდესაც კონსტიტუცია მიდის საწინააღმდეგო მიმართულებით და ორგანული კანონით ჯერ არ არის მიღებული“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


