კომენტარი
პრეზიდენტმა აქტუალურობის მოპოვება სკანდალის მოწყობით სცადა - სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტი საკმაოდ უღიმღამო და არასაინტერესო იყო და მან აქტუალურობის მოპოვება სკანდალის მოწყობით სცადა, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან ეს პრეზიდენტის საკადრისი არ არის, – განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, სალომე ზურაბიშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“.
„ის სკანდალზე წავიდა, რომ ამაზე მედია ალაპარაკებულიყო, რაც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, პრეზიდენტმა თავის მოხსენებაში ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი გამოტოვა, როგორიცაა კონსტიტუციის დაცვა იმ წელს, როცა მასში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის.
„პრეზიდენტი, როგორც კონსტიტუციის გარანტორი, მის სადარაჯოზე უნდა ყოფილიყო და მოქალაქეებისთვის უნდა აეხსნა, ცვლილებები რაში მდგომარეობს, რადგან მოსახლეობაში კონსტიტუციის მიმართ ნდობის ზრდა პრეზიდენტზეა დამოკიდებული“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილმა თავის გამოსვლაში დიასპორის საკითხებიც გამოტოვა და ემიგრანტებთან დაკავშირებით არც ერთი სიტყვა არ უთქვამს.
„ეს ასე მხოლოდ წელს, ამ შემაჯამებელ ანგარიშში არ ყოფილა. ეს მისი მუდმივი პოზიციაა, რომ ეს საკითხები არ ახსოვს და არ ახსენებს. გარდა ამისა, პრეზიდენტმა ბოლო პერიოდში წესები საკმაოდ გაამკაცრა, რითაც უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს საქართველოს მოქალაქეობას აღუდგენდა“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
დამოუკიდებელმა დეპუტატმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის ასი წლის თავზე პრეზიდენტმა სხვა არაფერი თქვა გარდა იმისა, რომ 26 მაისს ბევრი უცხო სტუმარი გვეყოლება, რაც მისთვის ყველაზე მეტად გაუგებარი იყო.
„ჩვენ ყველანი უნდა ვგრძნობდეთ, რამდენად მნიშვნელოვანი და სათუთია ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და თუ ვინმესგან ამ საკითხზე მეტის თქმას ველოდებოდით, ეს პრეზიდენტი იყო“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე წლიური მოხსენებით წარდგა. მოგვიანებით, გიორგი მარგველაშვილმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვა. ამას წინ უძღოდა კამათი საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის. გიორგი მარგველაშვილი ითხოვდა, რომ დეპუტატების სიტყვით გამოსვლისას მასაც მისცემოდა პასუხის გაცემისა და დებატებში შესვლის საშუალება. ირაკლი კობახიძემ კი, პრეზიდენტს განუმარტა, რომ რეგლამენტის მიხედვით, ყველა კითხვაზე პასუხის შესაძლებლობა საბოლოო სიტყვით გამოსვლისას ექნებოდა.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


