კომენტარი
პრეზიდენტის ვეტოს ნაწილში არის მთელი რიგი საკითხები, რასაც ჩვენ ვეთანხმებით - ირმა ინაშვილი
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ფრაქცია ,,საქართველოს პატრიოტების’’ წევრი, ირმა ინაშვილი სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს იზიარებს.
,,ვეტოს ნაწილში არის მთელი რიგი საკითხები, რასაც ჩვენ ვეთანხმებით და ვიზიარებთ პრეზიდენტის სულისკვეთებას’’, - განუცხადა ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას.
ცნობისათვის: სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც პრეზიდენტს ხელმოსაწერად 10 იანვარს გადაეგზავნა, საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო და შესაბამისი მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს გუშინ დაუბრუნა.
შემოთავაზებული წინადადებებით პრეზიდენტი პარლამენტს სთავაზობს, რომ სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევა მოხდეს მოსამართლეების მიერ და არა იუსტიციის საბჭოს მიერ. ასევე, გიორგი მარგველაშვილის მოსაზრებით, ერთსა და იმავე პირს აღარ ექნება საშუალება იყოს სასამართლოს თავმჯდომარე და ამავე დროს პალატისა და კოლეგიის თავმჯდომარე.
პრეზიდენტის წინადადებითვე, სამწლიანი გამოსაცდელი ვადის გამოყენება აღარ მოხდება შემდგომ დანიშვნებზე.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


