კომენტარი
პრეზიდენტის შვილის მეგობრები ინდულგენციით ვერ ისარგებლებენ - ირაკლი სესიაშვილი
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის შვილის მეგობრები ინდულგენციით ვერ ისარგებლებენ.
სესიაშვილი აღნიშნავს, რომ გასულ წელს თავად პრეზიდენტი აცხადებდა, რომ მისი ოჯახის წევრებზე თავდასხმას აქვს ადგილი, მაშინ როდესაც, სესიაშვილის თქმით, სამართალდამცველებმა შესაბამისი პროცედურული ქმედებები განახორციელეს.
„ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაშიც იგივე ტენდენციასთან გვაქვს საქმე. დიდი ბოდიში და პრეზიდენტის ქალიშვილის მეგობრები ინდულგენციით ვერ ისარგებლებენ. მე არავის არ ვადანაშაულებ, უდანაშაულობის პრეზუმციის პრინციპებს პატივს ვცემ, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ რახან პრეზიდენტის მეგობარია და მეგობრის მეგობარია და ხელუხლებელი უნდა იყოს და ჩვენ საზოგადოება, ახლგაზრდები და მომავალი თაობა უნდა შეეგუოს და ტაში დაუკრას, რომ თურმე ნარკომანია ამ ქვეყანაში მისაღებია - დიდი ბოდიში და ამას ვერ ავყვებით ნამდვილად“,-აღნიშნა თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ აქვს, რომ პრეზიდენტის შვილის მეგობრებზე ზეწოლა განახორციელოს.
„დავუშვათ, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს მიზანი პრეზიდეტს რაიმე სახის პოლიტიკური დარტყმა მიაყენოს. თეორიულად დავუშვათ. და „ქართული ოცნება“ განსაზღვრავს სტრატეგიას, რომ პრეზიდენტის შვილის მეგობრების მიმართ განახორციელოს რაიმე ზეწოლა?! და ეს რაიმე შედეგს მოიტანს, პოლიტიკურ შედეგს? ასეთი რამე ჩვენს ოპონენტებს უბრალოდ გააძლიერებს და მისცემს საშუალებას უფრო მეტი ილაპარაკონ და პოლიტიკური სპეკულირება მოახდინონ. თქვენ ხედავთ რაიმე რაციონალურ მიზანს ხელისუფლების მხრიდან, რომ დაინტერესებული იყოს, არიქა პრეზიდენტის შვილის მეგობრებს დავერიოთ და ყველა ნარკომანად ვაქციოთ? ეს ხომ აბსურდია, ეს ხომ სრული სისულელეა“,-განაცხადა სესიაშვილმა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


