კომენტარი
პრეზიდენტის პოლიტიკურ გადაწვეტილებებს ნამდვილად ვერ შევაფასებ - გიორგი მიქაუტაძე
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი მიქაუტაძე გამოეხმაურა პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, არ წარადგინოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი.
„მე პრეზიდენტის პოლიტიკურ გადაწვეტილებებს ნამდვილად ვერ შევაფასებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის წარდგენასგან დაკავშირებით. სამართლებრივად ასეა, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევამდე მოქმედებს ძველი განაწესი. მას ჰქონდა უფლება, რომ წარედგინა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატი, თუმცა რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, სხვა შეფასებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციას სცდება", - განაცხადა მიქაუტაძემ.
კითხვაზე, არის თუ არა საბჭო მზად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის წარსადგენად, მიქაუტაძემ უპასუხა, რომ ამაზე საბჭო იმსჯელებს.
„იუსტიციის უმაღლესი საბჭო ამ საკითხებზე ადრეც მსჯელობდა და მომავალშიც აუცილებდალ იმსჯელებს, თუ რა წესით უნდა მოხდეს უზენაესი სასამართლოში კანდიდატების წარდგენა. რასთან დაკავშირებითაც არ არის გამორიცხული, რომ სარეფორმო ჯგუფის სამუშაო შეხვედრებიც გაიმართოს და ერთობლივად ვიმსჯელოთ ამ თემაზე“, -თქვა მიქაუტაძემ.
მიქაუტაძემ მესამე სექტორის შენიშვნებზეც ისაუბრა, რომლებიც თვლიან, რომ პრეზიდენტმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა უარი თქვა კანდიდატის წარდგენაზე.
„ეს საკონსტიტუციო რეფორმა როდესაც გატარდა, მივიღეთ ბევრად მეტი გარანტიები სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობისთვის, ბევრად უფრო პროგრესული კანონმდებლობა და დღევანდელი მდგომარეობით, საკონსტუტუციო დონეზე გარანტირებულია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა. კიდევ უფრო გაძლიერდა ეს კომპონენტი და ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია სწორედ ის, რომ არა პოლიტიკური ხელისუფლება, არამედ თავად სასამართლო ხელისუფლება იქნება ჩართული იმ პროცესებში, რასაც ჰქვია უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება და მოსამართლეების წარდგენა, რაც ვფიქრობ, სწორი და კარგი რეფორმა იყო როცა გატარდა“, -აღნიშნა მიქაუტაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


