კომენტარი
პრეზიდენტის განცხადებები და პიარ კამპანია სასაცილოა - კახა კალაძე
პრეზიდენტის განცხადებები და პარალელური პიარ კამპანია, რომელიც მან წამოიწყო საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, სასაცილოა, - განუცხადა ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახა კალაძემ პრეზიდენტის კამპანიის ,,კონსტიტუცია ყველასია’’ შეფასებისას.
„სასაცილოა ეს ყველაფერი, რადგან არსებობს საკონსტიტუციო კომისია, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად მუშაობს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე, რომელშიც გაწევრიანებულია სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ოპოზიციური პარტიების წევრები, ექსპერტები. კომისიის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის წარმომადგენლებიც, მათ შორის, ადმინისტრაციის უფროსი და საპარლამენტო მდივანი. არც ერთი მათგანი არც ერთხელ არ მისულა კომისიაზე.
ისმის მარტივი კითხვა, თუ პრეზიდენტს რეალურად აქვს სურვილი იმისა, რომ შეიძლება მართლა რაღაც გონიერს ამბობს და მართლაც განსახორციელებელია ეს ცვლილება, მაგრამ არსებობს კომისია, რომელსაც არც ერთი მისი წარმომადგენელი არ დასწრებია. მარტივად შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ რაც პრეზიდენტმა წამოიწყო, არის მისი პიარ კამპანიის ნაწილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


