კომენტარი
პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს შერჩევის პროცესში პარლამენტის როლს უგულებელყოფს - არჩილ თალაკვაძე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია უზენაესი სასამართლოს შერჩევის პროცესში პარლამენტის როლს უგულებელყოფენ.
„გაუგებარია და ალბათ, ეს ნიშნავს კიდევ ერთხელ, რომ ის სათანადოდ ვერ აფასებს პარლამენტის როლს ამ პროცესში,“ - განაცხადა თალაკვაძემ.
ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გუშინ გადადგა. გვენეტაძემ გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
ცნობისთვის, პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შესახებ კონსულტაციებს ორშაბათს დაიწყებს.
როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, გიორგი მარგველაშვილი ელოდება ყველას, ვისაც ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება სურს.
გვენეტაძის შემცვლელად სამი კანდიდატი სახელდება. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე - ირინა იმერლიშვილი, ასევე მზია თოდუა, რომელიც ახლა თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


