კომენტარი
პრეზიდენტი თანამშრომლობის ფორმატზე პარლამენტს უარს ეუბნება - არჩილ თალაკვაძე
პრეზიდენტი თანამშრომლობის ფორმატზე პარლამენტს უარს ეუბნება და თანამშრომლობის ფორმატებს პარლამენტის გარეთ, ოპოზიციურ პარტიებთან ეძებს, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, პრეზიდენტი ფიქრობს, თუ როგორ გამოიყენოს ოპოზიციური პარტიები და ოპოზიციური პარტიები ფიქრობენ, თუ როგორ გამოიყენონ პრეზიდენტი.
“ცნობილი ხდება, რომ პრეზიდენტი საკუთარი ადმინისტრაციის მეშვეობით კონსულტაციებს აწარმოებს ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან უკეთესი კოორდინაციისა და ერთიანი ძალისხმევის მისაღწევად, რითაც სავარაუდოდ, მას სურს, ის გადაწყვეტილებები შეცვალოს, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფორმატშია მიღებული. ამას აკეთებს მაშინ, როცა თანამშრომლობის ფორმატებზე უარს ეუბნება პარლამენტს და პარლამენტს გარეთ ოპოზიციურ პარტიებს ეძებს. ამ შემთხვევაში პრეზიდენტი ფიქრობს, თუ როგორ გამოიყენოს ოპოზიციური პარტიები და ოპოზიციური პარტიებიც ფიქრობენ, თუ როგორ გამოიყენონ პრეზიდენტი. პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, რომელიც ყველა მოქალაქის პოზიციის გამომხატველია და პარტიებსა და პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დგას“, - განაცხადა თალაკვაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩემი თხოვნა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ უპასუხოდ დატოვა საპატრიარქომ, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მოქმედი პრეზიდენტი ვიყავი - სალომე ზურაბიშვილი
17 მარტი, 2026 , 17:31
მინდა პატრიარქს ჯანმრთელობა ვუსურვო, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ გაგრძელდეს მაქსიმალური ზრუნვა პატრიარქის ჯანმრთელობაზე - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 15:27
უწმინდესისა და უნეტარესის მდგომარეობა რთულია, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და პატრიარქი გამოჯანმრთელდება - მიხეილ ყაველაშვილი
17 მარტი, 2026 , 12:56
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჰემადინამიკური მაჩვენებლები არასტაბილურია - კავკასიის მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელი
17 მარტი, 2026 , 11:24
ვითარება კვლავ რჩება ძალიან რთული, მეტად საყურადღებო, ყველაფერი კეთდება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს პატრიარქის ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი პარამეტრი - მიხეილ სარჯველაძე
17 მარტი, 2026 , 10:50
თინა ხიდაშელმა გააკეთა განცხადება და ერთ დღეში სცადა მისი უარყოფა,ერთ დღეში როცა გიწევს საკუთარი ტყუილის უარყოფა, აქედან ჩანს,რომ შენ მიზანმიმართულად აზიანებ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს - ირაკლი კობახიძე
9 მარტი, 2026 , 15:42


